კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა — ილია II
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. ასე გამოეხმაურა ის კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს.
"ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები", — აცხადებს ილია მეორე.
განცხადებაში კათოლიკოს-პატრიარქი საუბრობს ეკლესიის როლზეც და აღნიშნავს, რომ იგი ყოველთვის მხარში ედგა სახელმწიფოებრიობას.
"საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება.
სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისათვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს", — აცხადებს კათოლიკოს-პატრიარქი.
განცახდებაში ილია მეორე საუბრობს იმაზეც, რომ "საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში", რითაც, მისი თქმით, ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას.
"ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად, ქრისტიანობიდან იღებს", — აღნიშნავს ის.
ილია მეორეს თქმით, 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია.
"მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამოდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა და შევიწროვების სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ამ პროცესში ჩვენი რწმენაც და თვითშეგნებაც უფრო ძლიერდებოდა.
შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 1917 წელს, სწორედ საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმას.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ", — აღნიშნავს პატრიარქი.
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები