10 რამ, რაც სერიალების მოყვარულს უნდა აჩუქო
ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ სერიალებმა პოპულარობით და აუდიტორიის სიდიდითაც, დიდი ხანია, კინოხელოვნებას და კინემატოგრაფიულ ნამუშევრებს გადაუსწრო. ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე სატელევიზიო შოუები სტრიმინგ პლატფორმებზე იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ მათი შემქმნელები სერიალების "ოქროს ხანად" მოიხსენებდნენ ათიანი წლების მიწურულს.
ტენდენცია ახალ ათწლეულშიც გაგრძელდა. მით უმეტეს, რომ თვითიზოლაციაში ადამიანებისთვის თავშექცევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად სასუსნავებთან ერთად დივანზე მოკალათება და საყვარელი სერიალის მთელი სეზონის ერთბაშად ყურება იქცა.
თუკი შენი მეგობარი ერთ-ერთი სერიალოფილია და მისი დაბადების დღე ახლოვდება, ან, ისე, უბრალოდ, მისი გახარება გსურს, გთავაზობთ რამდენიმე ბიუჯეტურ საჩუქარს, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, ნამდვილად მოეწონება მას.
1. თბილი და კომფორტული პლედი Stranger Things-დან
დივანზე მოკალათება პლედის გარეშე, მით უმეტეს, ზამთარში, შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია Stranger Things-ის ყურება ტანში ჟრუანტელის დავლის გარეშე სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია, სერიალის ჩართვამდე ფუმფულა და მსუბუქ პლედში გაეხვა, რომელიც, სიმართლე ითქვას, კომფორტულობასთან ერთად დაცულობის შეგრძნებასაც განიჭებს.
2. Southside Serpents-ის აიფონის ჩასადები Riverdale-დან
ტელეფონის ჩასადები რომ მხოლოდ ტექნიკის დასაცავად არ გამოიყენება, ეს ცნობილი ფაქტია. იგი ერთგვარი განაცხადი, ან, შეიძლება ითქვას, შეტყობინების მატარებელია — მისით გარშემომყოფებს ხშირად მიანიშნებ შენს ინტერესებზე, ამიტომ, თუკი რივერდეილის გულშემატკივარი ხარ, შენს ადგილზე ბევრს არ ვიყოყმანებდით ამ ჩასადების გამოწერაზე.
3. წინდები წარწერით: "ნეტფლიქსი — მოეშვი"
ტელეფონის ჩასადებისა არ იყოს, წინდებიც მრავლისმეტყველია. განსაკუთრებით, სახლში, სადაც დივანზე წამოგორებულს ხშირად მოგიწოდებენ, რამე უფრო პროდუქტიული საქმით დაკავდე. რადგან ზემოაღნიშნულ პოზაში მყოფს პლედიდან ხშირად მხოლოდ ტერფები უჩანს, მნიშვნელოვანია, მესიჯი ამ თვალსაჩინო ადგილას დაიტანო და საქმოსან ხალხს შეახსენო, რომ, ცოტათი მოეშვან.
4. ან ჩვენი წინდები — "ერთი სერიაც და..."
ჩვენ რომ სერიალებისმოყვარულთა ფეისბუქჯგუფი გვაქვს — "ერთი სერიაც და..." — ალბათ იცით. ასე გაჩნდა იდეა, ნაირნაირთან კოლაბორაციით ფერადი და ჭეშმარიტი სერიალოფილისთვის შესაფერისი წინდები შეგვექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჯგუფი 17 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს, წინდები, შეიძლება, ერთგვარ ნიშნადაც კი იქცეს და შემდგომში შეტყუპებული წინდებიანი ფეხებით გადაღებული ფოტოების ახალი ტრენდი გამოჩნდეს ინტერნეტში.
5. ჭიქის დასადები — "ერთი სერიაც. ვფიცავ"
ზოგს სერიალის ყურებისას დივანზე გაშოტვას მაგიდასთან ჯდომა და ყავის/ჩაის/ცხელი შოკოლადის იქვე მირთმევა ურჩევნია. თქვენი არ ვიცით და ამ სტატიის ავტორის სამუშაო მაგიდა, სწორედ ამ ჩვევის და ყოველ ჯერზე სამზარეულოდან თეფშის გამოყოლების დავიწყების გამო, არცთუ კარგ დღეშია. ამიტომ, ძალიან გაუხარდა, როცა ეს კორპის სადგამები აღმოაჩინა.
6. სამეფო კარის ჭიქა
სამეფო კარის თამაშები კი უკვე დასრულდა, თუმცა ზამთარი ისევ გრძელდება და არც პირველი სეზონიდან ყურების დაწყებაა ურიგო წინადადება ამ სიცივეში. თან, ჯორჯ მარტინი ამასობაში ახალ ეპიკურ სერიალზე იწყებს მუშაობასო და, მგონი, ასეთ ეპიკურობასთან და ცივ ამინდთან გასამკლავებლად ყველაზე კარგი საშუალება ხმლებით მოპირკეთებული ჭიქით ცხელი სასმლის მირთმევაა.
7. Friends-ის ტრივია
როცა მეგობრები თავს იყრიან, ხშირად ჩნდება გართობის პრობლემა. სერიალებისმოყვარული მეგობრებისთვის, შეიძლება, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდეს, თუმცა, თუ მეგობრების ყველა სერია და ჩენდლერის უკბილო ხუმრობები ზეპირად იცით, შეგიძლიათ, გართობის უფრო მხიარულ საშუალებას მიმართოთ და გადაამოწმოთ, მართლა ასე კარგად თუ გახსოვთ საკულტო სიტკომი.
100 ბარათზე დაწერილი კითხვისგან შედგენილი ეს ტრივია დროის გაყვანასთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, სერიალზე არანაკლებ სახალისო სიტუაციების შექმნის.
შეიძინე ამაზონიდან ფასდაკლებით $8,34-ად
8. ჯადოსნური ბალიში მაიკლ სკოტის გამოსახულებით
The Office დღემდე რჩება ბევრი ადამიანისათვის ყველა დროის ყველაზე საყვარელ სერიალად. არც ისაა გასაკვირი, რომ სერიალიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი მაიკლ სკოტია. ამიტომ, თუკი ვინმეს იცნობ, ვისაც ოფისიც და მაიკლ სკოტიც ერთნაირად უყვარს, ეს ჯადოსნური ბალიში საუკეთესო საჩუქარი იქნება. ხელის ერთი გადასმა-გადმოსმით მაიკლი ხან გამოჩნდება, ხან — არა.
9. ლედი უისლდაუნის ჭიქა Bridgerton-ის ფანებისთვის
Bridgerton ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომლის გულშემატკივრები საქართველოშიც მრავლად არიან. მეორე სეზონი უკვე დამტკიცებულია და როგორ უნდა მოემზადოთ მისთვის, თუ არა ახალი ჭიქის შეძენით. ეს მეფური სისადავის მქონე დახვეწილი ჭიქა Bridgerton-ის ნებისმიერი ფანის საყვარელ ნივთად იქცევა.
10. ჰუდი ფილ დენფის სახით
Modern Family ეკრანზე 11-წლიანი ყოფნის შემდეგ გასულ წელს დასრულდა, თუმცა ფანებისთვის იგი იმდენად საყვარელ სერიალად რჩება, რომ მათთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება კვლავ სამი ოჯახის დრამების ყურებაა.
ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და საყვარელი პერსონაჟი სერიალში უდავოდ ფილია. WTF-ის მისეული განმარტება — Why The Face — კი ისეთი დასამახსოვრებელია, რომ ჰუდიზე გამოსახვას ავტორის პორტრეტთან ერთად იმსახურებს.
ბონუსი: ოტისის ქურთუკი Sex Education-დან
საყვარელი პერსონაჟის სამოსის შოვნა, სიმართლე ითქვას, ადვილი არაა და სერიალის ფანები ხშირად, უბრალოდ, მსგავსს ტანსაცმელს სჯერდებიან ხოლმე. ოტისის ცნობილი ტრიკოლორი ქურთუკი კი ასეთი რთული მოსაძებნი ნამდვილად არაა. იგი ხელმისაწვდომ ფასად იყიდება ინტერნეტმაღაზიებში.
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
კომენტარები