კვირის 7 მნიშვნელოვანი ამბავი მსოფლიოდან
გასული კვირა საქართველოში დატვირთული, დაძაბული და საინტერესო იყო. რამდენიმე დღეში პოლიტიკური ლანდშაფტი სრულიად შეიცვალა — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, გადადგა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მის ადგილს ყოფილი პრემიერმინისტრი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შეიცვალა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. სწორედ ამ ცვლილებებმა გამოიწვია მოცემულობის რადიკალური ცვლილება, რასაც დიდი გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესზე. მაგალითად, უკვე ვიცით, რომ გაუქმდა ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია 25 თებერვალს.
მიუხედავად ცხელი პოლიტიკური კვირისა საქართველოში, არც ის ამბები უნდა გამოგვრჩეს, რაც გასულ კვირაში მსოფლიოში იყო მნიშვნელოვანი. თუ კი ამ პოლიტიკური აურზაურის გამო ვერ მოახერხეთ, თვალი გედევნებინათ მიმდინარე კვირის საერთაშორისო სიახლეებისთვის, ჩვენ მათ ერთად შემოგთავაზებთ.
"აფხაზეთი საქართველოა" — გზავნილი მარსზე
მარსმავალი, Perseverance მარსზე წარმატებით დაეშვა. ხომალდი ანტიკური ტბის, ეზეროს კრატერის მიმდებარედ დაეშვა და პლანეტაზე არსებულ სიცოცხლის ნიშნებს, პლანეტის გეოლოგიას და მისი უნაყოფობის მიზეზებს შეისწავლის.
ნასას საიტზე რეგისტრირებულ ადამიანებს ხომალდისთვის გზავნილის გატანება შეეძლოთ, რომელიც შეუსწავლელ პლანეტაზე მოხვდებოდა. მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ეს ამბავი საქართველოსთვის კიდევ ერთი კუთხით გახდა გამორჩეული — გიორგი ჯახაიამ გადაწყვიტა გზავნილის სახელისა და გვარის ველში "აფხაზეთი საქართველოა" და "ჩვენ დავბრუნდებით" ჩაეწერა. აღნიშნულმა ინფორმაციამ მარსზე Perseverance-თან ერთად ჩააღწია.
ნავალნის სასამართლო
რუსულმა სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვეტერანზე ცილისწამების საქმეში დამნაშავედ ცნო. მას 850 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.
Meduza-ს ინფორმაციით, მაქსიმალური სახდელი ამ მუხლზე 1 მილიონი რუბლია და ბრალდების მხარე 950 000 დაკისრებას ითხოვდა, დაცვა კი სრულად გამართლებას.
ამავე დღეს, ამავე შენობაში სასამართლომ განიხილა ნავალნის დაცვის აპელაცია აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ივ როშეს საქმეზე. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ პატიმრობის ვადა შეამცირა — თვე-ნახევრით. ნავალნი კოლონიაში 2 წელიწად-ნახევარს გაატარებს.
ევროსასამართლომ რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა. ნავალნის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის ასლის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას პალატამ განმცხადებლის სიცოცხლისთვის საშიშროების შექმნის ხარისხი გაითვალისწინა.
რუსული ვაქცინა უცხოელი დიპლომატებისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მყოფ უცხოელ დიპლომატებს კორონავირუსის წინააღმდეგ Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთება შესთავაზა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა კომერსანტმა გაავრცელა და უწყებაშიც დაადასტურეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციის კამპანიაში უცხოელი დიპლომატების მოწვევა საერთაშორისო პრაქტიკაა. საუბარია 12 ათას დიპლომატზე და მათი ოჯახის წევრებზე. იანვარში ვაქცინა იტალიის ელჩმა მიიღო.
გარდა ამისა, კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა უარი თქვა Sputnik V-ის ვაქცინის გაკეთებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.
ისრაელი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებს ხსნის
გამომდინარე იქედან, რომ Pfizer-ის ვაქცინამ ვირუსის გამო ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა შემცირებაში 95,8%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ისრაელმა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.
კვირიდან მაღაზიების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების ფუნქციონირება სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების ფონზე ნებადართული იქნება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს იქნება ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნების პირველი ნაბიჯი.
ისრაელი მსოფლიოში ჩატარებული ვაქცინების რაოდენობით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. მოსახლეობის 49%-ზე მეტს სულ მცირე 1 დოზა უკვე მიღებული აქვს.
Facebook-მა ავსტრალიაში ნიუსის კონტენტის გაზიარება დაბლოკა
ავსტრალიაში დაგეგმილი კანონის გამო, Facebook-მა ახალი ამბების კონტენტი დაბლოკა. კანონის მიხედვით, ტექნიკურ კორპორაციებს მოუწევთ, მათ პლატფორმაზე ნიუსებისთვის განსათავსებლად დამატებითი თანხები გადაიხადონ.
Facebook-ის ახალი დადგენილებით, ავსტრალილები ვერ ნახავენ და ვერ გაიზიარებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ნიუსებს Facebook-ზე. ასევე, ადგილობრივი მედიები ვერ გააზიარებენ ან დაპოსტავენ საკუთარ გვერდებზე.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები დაიძაბა
ამერიკა ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ძალის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთში მიღებული კანონების გამო, რაც საშუალებას აძლევს ჩინეთის სანაპირო დაცვას გამოიყენოს იარაღი უცხოური გემების წინააღმდეგ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები