ჯაფარიძე აცხადებს, რომ მელიას დაკავების მცდელობის შემთხვევაში, მას ფიზიკურად დაიცავს
გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ფიზიკურად დაცვაში მონაწილეობას ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად თავადაც მიიღებს. ამის შესახებ მან პლატფორმა Clubhouse-ის ერთ-ერთ ოთახში On.ge-ს კითხვის პასუხად ისაუბრა.
"გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რა ფრაზები შეიძლება მოისმინოთ ოპოზიციური ძალებისგან. ოპოზიციურ ლიდერებს და პოლიტიკოსებს უყვართ ხშირად ბაქი-ბუქი და მათ შორის, პოლიტიკური ბრძოლის, თუ სტრატეგიის ნაწილი არის ეგ, რომ აჩვენო ოპონენტს, რომ შენ ძლიერად ხარ და ყველა ნაბიჯი გათვლილი გაქვს. [...] რა გეგმაც ვიცი, რომ არსებობს ერთადერთი ამ წუთისთვის არის ის, რომ ფიზიკურად აპირებენ დაიცვან მელია და ფიზიკურად აპირებენ, რომ არ გაატანონ ოფისიდან. ამაზე არიან შეთანხმებული", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, თუ კი შინაგან სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ოფისში მივლენ, ის კოლეგებს შეუერთდება და ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავს.
"მე არ ვარ ახლა იქ, მაგრამ თუ ეგეთი რაღაც იქნა, ინფორმაცია თუ მომივიდა, რომ ეგეთ რამეს აპირებენ, მეც ვაპირებ, რომ წავიდე და ფიზიკურად იქ ვიყო და მათ შორის, ხო, ოფისში შევიდე და ვეცადო რო არ გავატანო, მონაწილეობას მივიღებ მაგაში, მგონია, რომ სწორი არის დაუმორჩილებლობაში მონაწილეობის მიღება", — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
ჯაფარიძის თქმით, მას უფრო ძალისმიერი სცენარის მოლოდინი აქვს, ამის მიზეზი კი, მათ შორის, ახალი პრემიერმინისტრის, ღარიბაშვილის ფიგურის წინა პლანზე გამოწევაა.
"მოლოდინი მაქვს იმისი, რომ უფრო წავლენ ძალისმიერი სცენარისკენ. გულწრფელად მაგას ველოდები ოღონდ არა იმის გამო, რომ ღარიბაშვილმა ეგ განცხადებები გააკეთა, არამედ ზოგადად ღარიბაშვილის ფაქტორის წინ გამოწევის გამო, მათ შორის, მე რა ინფორმაციაც მაქვს, იცით, რომ შეხვედრები გვქონდა ლიეტუვას საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან და არის რაღაც ინფორმაცია, რაც საჯაროდ არ არის გამოსული, მაგრამ მისგან რაღაცები მოვისმინე, რა განწყობები არსებობს, რა დაინახა მან და მიუხედავად იმისა, რომ ისიც არ არის ჩამოყალიბებული საბოლოო ჯამში რა სცენარზე წავა საბოლოო ჯამში ოცნება, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მასშიც ვერ დავინახე რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმი, რომ მას მოუსმინეს და გაიაზრეს რას ეუბნებოდა ეს ადამიანი მათ", — ამბობს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მელიას საქმეზე აღსრულება გადაიდო ნიშნავდა იმას, რომ ის არ აპირებდა შესაძლო მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებას და ახალი პრემიერის ბრძანებას დაელოდებოდა.
"თავის დროზე, როცა გახარია წავიდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დადო განცხადება, რომ დროებით აღსრულებას გადავდებთო, ეგ განცხადება იყო ჩემთვის გომელაურის განცხადება, რომ ის არ აპირებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. შესაბამისად, ეს ნიშნავდა, რომ ის დაელოდებოდა ახალ პრემიერს, რომელსაც უნდა აეღო პასუხისმგებლობა შემდეგ ნაბიჯებზე და შესაბამისად, თუ ახალი პრემიერი მისცემდა ბრძანებას, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამდა რაღაც ნაბიჯებს", — ამბობს ჯაფარიძე.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნება როგორც საგარეო, ისე შიდა რეაქციებს აკვირდებოდა, სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, არის თუ არა ეს რეაქციები საფრთხე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.
"ეს პერიოდი, მგონია, რომ ელოდებოდნენ რეაქციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ ვნახეთ ეს რეაქციები რაც იყო, ახლა უკვე მათი გადასაწყვეტია, ეს რეაქციები საკმარისია იმისთვის, რომ ისინი მოიქცნენ ცივილიზებულად, თუ ჩათვლიან, რომ ეს არ არის ისეთი რეაქციები, რომლებიც მათი ძალაუფლებისთვის, შეიძლება, რამე საფრთხეს წარმოადგენდეს და შესაბამისად, წავლენ ძალისმიერ სცენარზე. მე მაინც მგონია, რომ წავლენ ძალისმიერ სცენარზე რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის, რომ მათმა ნერვებმა გაუძლოს და გადაბმულად, დღეების განმავლობაში აიტანონ ის, რომ მელია საკუთარი ოფისიდან, (უხეში სიტყვაა, მაგრამ ვიტყვი) დაეჯღანება და ყოველდღე შეახსენებს, რომ ის იქ არის და ვერ უბედავენ დაჭერას", — ამბობს ის.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.
მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიტიკოსები, აქტივისტები და მხარდამჭერები ყოველდღე იკრიბებიან, ისინი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მოლოდინში არიან და აცხადებენ, რომ მელიას დაცვას ფიზიკურად დაიცავენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ახალი მთავრობა დაამტკიცა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები