ნაციონალური მოძრაობის ოფისში, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად არის მობილიზებული, პოლიცია და სპეცრაზმი შევიდა.

ნიკა მელიას ოფისში სამართალდამცავები გამთენიისას გამოჩნდნენ. პოლიციამ ენმ-ს ოფისი ალყაში მოაქცია. სპეცრაზმელები ოფისის სახურავზე სახანძრო მანქანის კიბის საშუალებით ადიოდნენ.

სამართალდამცავებმა შენობაში შესვლა უკანა შესასვლელიდან მოახერხეს და ხალხის გაყვანა დაიწყეს. ნიკა მელია ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მაღალ სართულზეა.