NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნი, ანდრეს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველო თავშეკავებისკენ და უკან სვლაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

"ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა, ძალაინ სამწუხაროა. პირველი, ვისაც ეს სიტუაცია აზიანებს, ქართველი ხალხია. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს თავშეკავებისკენ და უკან სვლაზე უარის თქმისკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას საქართველოში", — წერს რასმუსენი.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.