ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დღეს გამთენიისას სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სპეცრაზმებელი შენონაში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან.

მათ პირველი საართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ოთახში გამოიყენეს გაზიც.