ამ ქალმა უცებ გააცნობიერა, რომ პანდემიის გამო მისმა ტატუმ სხვა მნიშვნელობა შეიძინა
TikTok-ზე ვიღაცამ იკითხა, ყველაზე სულელური ტატუ რა გაგიკეთებიათო და აშშ-ის შტატ კენტუკიში მცხოვრებმა 25 წლის ლეა ჰოლანდმა გადაწყვიტა, რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რათა ყველასთვის თავისი უიღბლო ისტორია გაეზიარებინა.
ის ორი წლის განმავლობაში ფიქრობდა, თუ რა დაეხატა სხეულზე, სანამ ერთხელაც მუზა არ ეწვია.
"ერთხელ მეგობართან ვსაუბრობდი იმაზე, თუ რა თვისებები მოგვწონს სხვა ადამიანში და მან მითხრა, რომ 'შენ თამამად ამბობ უარს ნიღბების ტარებაზე', რაც მას ხიბლავდა", — ამბობს ლეა.
ამით მეგობარმა მას გულწრფელობა შეუქო: მისი აზრით, ლეა არასდროს ასაღებდა იმად თავს, ვინც არ იყო და სიყალბის ნიღაბს არ ირგებდა.
ეს შეფასება ლეა ჰოლანდს იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა, ეს ფრაზა – თამამად უარს ვამბობ ნიღბის ტარებაზე – სამუდამოდ მის ნაწილად ექცია და 2020 წლის 4 მარტს ტატუდ დაიხატა: ორი დღის შემდეგ, როცა კენტუკის შტატში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
თავიდან თითქოს პრობლემა არაფერი იყო, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა: მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ნიღაბი/პირბადე თავისი პირდაპირი მნიშვნელობით, არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდებოდა.
თავისმა ტატუმ კი მოულოდნელად სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა: თითქოს ის ამით პირბადის ტარებაზე უარს სიამაყით აცხადებდა და იმ ადამიანთა რიცხვს უერთდებოდა, ვინც უსაფრთხოების დაცვის მსგავს წესებს უგულებელყოფს.
სინამდვილეში, თვითონ სულაც არ არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც პირბადის ტარებაზე უარს აცხადებს, ამიტომაც განსაკუთრებით ღელავდა, თუ რას იფიქრებდა ხალხი ამ ტატუს გამო.
"მთელი ზაფხული გრძელმკლავიანი ტანსაცმელი მეცვა, რომ ვინმეს ჩემი ტატუ თვალში არ მოხვედროდა. გასული ზაფხული განწყობამოშხამულმა გავატარე", — ამბობს ის.
ტიკტოკზე მისმა ვიდეომ ერთ დღეში ორ მილიონამდე ნახვა დააგროვა და უამრავი ადამიანი გაამხიარულა.
ასე რომ, არასდროს იცი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გადაწყვეტილებები როდის შეიძენს სრულიად მოულოდნელ მნიშვნელობებს.
თუმცა, მთავარია, მსგავს დეტალებზე ზედმეტად არ ვიდარდოთ, რადგან, აი, ლეა ჰოლანდიც ამბობს, რომ უკვე ამ ყველაფერს სიცილით იხსენებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები