საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან, 25 თებერვლიდან ამოქმედდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

გარდა ამისა, შეზღუდვების მოხსნა შეეხება როგორც სასწავლო პროცესს, ისე თეატრებს, სპორტულ დარბაზებს, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებს. თუმცაღა ე.წ. კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.