ავტოპილოტით მოძრავი Tesla-ს ავტომობილი პირველ ფატალურ ავარიაში მოყვა
ელექტრონული ავტომობილი Tesla Model S ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ ავტოავარიაში მოყვა გააქტიურებული ავტოპილოტით მოძრაობის დროს, რა დროსაც ავტომობილში მყოფი პირი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ტესლამ გაავრცელა კომპანიის ბლოგზე. კომპანიამ უკვე მიმართა აშშ-ს ავტომაგისტრალზე გადაადგილების უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციას (NHTSA), რათა გამოიძიონ შემთხვევა.
ინციდენტი ცენტრალურ ფლორიდაში, გაყოფილ ავტომაგისტრალზე მოხდა. ტრაილერი ტესლას ავტომობილის პერპენდიკულარულად მოძრაობდა, თუმცა ვერც მძღოლმა, რომელიც მიუხედავად აქტიური ავტოპილოტისა, პასუხისმგებელია ავტომობილის გადაადგილებაზე და ვერც მანქანამ ვერ შენიშნეს ტრაილერი, შესაბამისად მუხრუჭები არ გამოყენებულა, რასაც მოყვა შეჯახება.
ტესლას განცხადებით, კომპანიის მიერ გამოშვებულმა ავტომობილებმა გააქტიურებული ავტოპილოტის რეჟიმში 209 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს და ეს არის პირველი ფატალური ავტოკატასტროფა. ჩვეულებრივი ავტომობილების შემთხვევაში, ფატალური ავარიები საშუალოდ დაახლოებით 151 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლისას ხდება.
ტესლას ინფორმაციით, ავტოპილოტის სისტემა ყოველთვის უმჯობესდება, თუმცა ის არ არის სრულყოფილი და მაინც მოითხოვს მძღოლის სიფხიზლეს.
ბლოგპოსტში კომპანია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ავტოპილოტის სისტემა „ბეტა-ტესტირების ფაზაშია და მძღოლმა უნდა „შეინარჩუნოს კონტროლი და პასუხისმგებლობა საკუთარ ავტომობილზე“.
ზოგმა ექსპერტმა ტესლა ავტოპილოტის ფუნქციის ნაადრევად წარდგენისთვის გააკრიტიკა. რამდენიმე ავტომწარმოებელმა, რომელიც ავტოპილოტის მსგავს სისტემაზე მუშაობს, მხოლოდ დახურული ტესტირება მოაწყო და განაცხადა, რომ მაშინ ჩაუშვებს სისტემას გაყიდვაში, როდესაც ის მზად იქნება.
Volvo-მ განაცხადა, რომ მაშინ აიღებს სრულ იურიდიულ პასუხისმგებლობას, როდესაც ავტოპილოტის სისტემა იქნება სრულყოფილი. კომპანია მომავალ წელს გეგმავს გაუშვას Drive Me ტექნოლოგიის შეზღუდული, საცდელი ვერსია.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები