10 საინტერესო ფაქტი, რომელიც მხევლის წიგნის შესახებ უნდა იცოდე
როგორც იქნა, დადგა ნანატრი დღე და მხევლის წიგნის მეოთხე სეზონის ტრეილერი და ჩვენი საყვარელი მებრძოლის - ჯუნ ოსბორნის სახე ვიხილეთ. მესამე სეზონის ბოლოს ჯუნის ქმედებებმა მთელი გილეადი თავდაყირა დააყენა. ტრეილერიდან აშკარაა, რომ, წინ, როგორც ყოველთვის, დაძაბული, საინტერესო და საოცარი ეპიზოდები გველის. მეოთხე სეზონის პრემიერა 28 აპრილს შედგება.
სანამ მეოთხე სეზონს სუნთქვაშეკრულნი ველით, გთავაზობთ 10 ფაქტს, რომელიც მხევლის წიგნის შესახებ უნდა იცოდეთ:
1. მარგარეტ ეტვუდის კამეო
მხევლის წიგნის ავტორი, მწერალი მარგარეტ ეტვუდი სერიალზე მუშაობის პროცესშიცაა ჩართული. ამასთან ერთად, ეტვუდი სერიალის პირველი სეზონის პირველ ეპიზოდშიც გამოჩნდა. ის ერთ-ერთი დეიდის როლს ასრულებს, რომელიც ჯუნს დაუმორჩილებლობის გამო სილას აწნის.
2. წიგნი და სერიალი ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული
მხევლის წიგნი ქალების მდგომარეობის შესახებ ნამდილად მძიმე ისტორიებს გვიყვება. მარგარეტ ეტვუდმა განაცხადა, რომ მხევლის წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს სულაც არ მიეკუთვნება, რადგან განვითარებული მოვლენები რეალურ ისტორიებს ეფუძნება. სერიალში გაცოცხლებული ძალადობის სცენები და ქალების წინააღმდეგ დაწესებული კანონები ეტვუდის მიერ თომას ფიშერის იშვიათ წიგნთა ბიბლიოთეკაში ჩატარებულ კვლევა-ძიების პროცესის შედეგია.
3. წიგნში ოფრედის ნამდვილი სახელი ნახსენები არაა
Hulu-ს სერიალში ოფრედის ნამდვილი სახელი ჯუნ ოსბორნია, თუმცა წიგნში ამის შესახებ ინფორმაცია არაა მოცემული. 1990 წლის ფილმში მას ქეითი ჰქვია. ოფრედის ნამდვილ სახელად ჯუნის შერჩევასთან დაკავშირებით, მარგარეტ ეტვუდმა The New York Times-თან ინტერვიუში აღნიშნა:
"ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ოფრედის ნამდვილი სახელი ჯუნია, რადგან, როდესაც მხევლები სპორტულ დარბაზში/საერთო საცხოვრებელში ერთმანეთს საკუთარ სახელებს უჩურჩულებენ, სახელი "ჯუნი" ერთადერთია, რომელიც მეორედ აღარ გვხვდება. ეს ჩემი ჩანაფიქრი არ ყოფილა, თუმცა ლოგიკურია, ამიტომ მკითხველებს ამგვარად ფიქრის სრული უფლება აქვთ".
4. მხევლების ტანსაცმელი სიმბოლურია
სერიალი საოცარი კადრებით უხვადაა სავსე, თუმცა ერთ-ერთი შთამბეჭდავი დეტალი მხევლების ტანსაცმელია. წითელი ტანსაცმელისა და თეთრი თავსაბურავების მიღმა რამდენიმე სიმბოლო იმალება. კოსტიუმების შექმნისთვის შთაგონების წყარო ბიბლიური ფიგურა, მარიამ მაგდალინელი გახლდათ. თვალისმომჭრელი წითელი ფერი სისხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ კოსტიუმებში წითელის განსაკუთრებული ტონალობა, სახელად Lifeblood გამოიყენეს. აღნიშნული სახელი იმაზეც მიუთითებს, რომ გილეადის სისხლი - მომავალი თაობა და მათი არსებობა მხევლებზეა დამოკიდებული.
5. უოტერფორდების სახლში გამოფენილი ხელოვნების ნიმუშები მოპარულია
სერენასა და ფრედის სახლი ცნობილი და დიდებული ნახატებითაა სავსე. სერიალის შემქმნელებმა ნამუშევრები ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმიდან აირჩიეს და ამით მაყურებლებს მიანიშნეს, რომ წყვილმა საყვარელი ნამუშევრები მუზეუმიდან მოიპარა.
6. გილეადის სახელწოდება ბიბლიური წარმომავლობისაა
მხევლის წიგნის სამყაროში გილეადი იმ მჩაგვრელი რეჟიმის სახელწოდებაა, რომლის ადგილასაც ოდესღაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო. სხვა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, მარგარეტ ეტვუდმა აღნიშნული სახელწოდებაც ბიბლიიდან ისესხა.
7. ამანდა ბრიუგელს მხევლის წიგნთან განსაკუთრებული ისტორია აკავშირებს
ამანდა ბრიუგელი სერიალში ჯუნის მეგობარს, რიტას განასახიერებს. მსახიობმა მარგარეტ ეტვუდის წიგნი 15 წლის ასაკში წაიკითხა და იმდენად მოიხიბლა, რომ მის შესახებ რამდენიმე მოთხრობაც კი დაწერა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში მისაღებად ბრიუგელმა წიგნის შესახებ ესსე გააგზავნა, რომელიც რიტას პერსონაჟს შეეხებოდა. ბრიუგელმა უნივერსიტეტის სტიპენდია, მოგვიანებით კი სერიალში საყვარელი პერსონაჟის განსახიერების შესაძლებლობა მიიღო.
8. წიგნში გილეადის რასიზმი უფრო გამოკვეთილი და სასტიკია
სერიალისგან განსხვავებით, წიგნში გილეადი მხოლოდ თეთრკანიანებს სწყალობს. ამასთან, სხვებთან შედარებით, ებრაელი მხევლები უფრო მეტად იყვნენ დაფასებულნი. სერიალში ჯუნის მეგობარი, მოირა, წიგნში თეთრკანიანია. აღსანიშნავია, რომ წიგნში არც ქვიარი პერსონაჟები გვხვდება.
9. სერიალის გადასაღებ მოედანზე სუპერმარკეტის მოწყობა განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა
მხევლის წიგნის სამყაროში ქალებს წერა-კითხვის უფლება არ აქვთ. სერიალის შემქმნელებს აღნიშნული დეტალი არც სუპერმარკეტის სცენების გადაღების დროს დავიწყებიათ, ამიტომ პროდუქციის შეფუთვები წარწერების გარეშე, მხოლოდ სურათებით შექმნეს. აღნიშნული პროცესი, რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, თუმცა ეს მცირე დეტალი გილეადის რეჟიმს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის.
10. Hulu-ს სერიალი მხევლის წიგნის პირველი ადაპტაცია არაა
მიუხედავად იმისა, რომ მხევლის წიგნის სამყარო უამრავმა ადამიანმა სწორედ Hulu-ს სერიალის წყალობით გაიცნო, ეს წიგნის პირველი ადაპტაცია არაა. მარგარეტ ეტვუდის წიგნი 1985 წელს დაიბეჭდა, პირველი ადაპტაცია - ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი კი 1990 წელს გამოვიდა. წიგნის მიხედვით ოპერა, ბალეტი და რამდენიმე თეატრალური წარმოდგენაცაა დადგმული, 2019 წელს კი გრაფიკული ნოველაც გამოიცა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები