"ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და მოისმინონ ხალხის ხმა" — რას გეგმავს ოპოზიცია 2 მარტის აქციაზე
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციის შეხვედრაზე 2 მარტის საპროტესტო აქციის გეგმები განიხილეს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ, რომ გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ, რათა დეპუტატებს მანქანით გადაადგილებისას "დისკომფორტი" შეუქმნან. მისი თქმით, პარლამენტარებს ხალხის ხმის გაგონება და შენობაში ფეხით შევლა მოუწევთ.
"ძირითადად ვისაუბრეთ 2 მარტის აქციაზე, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობასთან. ეს იქნება პიკეტირების აქცია. ეს მიზნად არ ისახავს, რომ დეპუტატებს შეეზღუდოთ შესვლის შესაძლებლობა, თუმცა, აუცილებლად შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როდესაც პროტესტანტები, მათ შორის, მაგალითად, გზის სავალ ნაწილზე სხდებიან, იმისთვის რომ მანქანით გადაადგილება არ იყოს შესაძლებელი. თუმცა, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, გადმოსხდნენ თავიანთი ძვირადღირებული ავტომობილებიდან და საფეხმავლო გზით თავისუფლად შევიდნენ სამუშაო ადგილას.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პროტესტის ამ ფორმას, რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის დისკომფორტის შექმნა. თუმცა, არ შევუზღუდოთ გადაადგილების თავისუფლება და არ შევუზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პარლამენტში. მაგრამ აუცილებლად შევუქმნათ დისკომფორტი, იმიტომ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილია სწორედ ეს დისკომფორტი იგრძნოს აბსოლუტურად ყველა ადამიანმა, ვინც ახლა მიდის პარლამენტში, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც რეალურად არ არის კანონმდებელი, რომელიც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის ნების აღმსრულებელია და მხოლოდ მისი ხმა ესმის და ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხის ხმაც გავაგონოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით
ფეხით შებრძანდნენ პარლამენტში და სანამ შევლენ მოისმინონ ადამიანების ხმა, პროტესტის ხმა", — თქვა მან.
დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა. უახლოეს ორ კვირაში ოპოზიცია რამდენიმე აქციას, ასევე, ორი შენობის პიკეტირებას გეგმავს. აქციები 2 მარტს პარლამენტთან იწყება და მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ადგილზე გაგრძელდება. მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სასამართლოსთან.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები