სადაც დგომის უფლება მაქვს, იქ კარვის გაშლის უფლებაც მაქვს — საია-ს თავმჯდომარე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, კარავი პროტესტის გამოხატვის ფორმაა, რომლის დადგმის უფლება მოქალაქეებს აქვთ ყველა იმ ადგილზე, სადაც აქვთ დგომის უფლება. ამის შესახებ მან პლატფორმა Clubhouse-ის On.ge-ს ოთახში ჩვენი ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორია, როცა პოლიცია ადამიანებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
"სადაც დგომის უფლება მაქვს, იქ კარვის დადგმის უფლებაც მაქვს, იმიტომ, რომ კარავი არის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ. ანუ მე ხელში რუპორი მეკავება და რუპორით ვიყვირებ, რაღაც ბანერს დავიჭერ თუ ასე შემდეგ, ასევე, პროტესტის ფორმა არის კარავი, და იქ, რა თქმა უნდა, კარვის დადგმის უფლებაც მაქვს", — თქვა მან.
სიმონიშვილმა პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. მან გაიხსენა, რომ 7 თებერვალს, ნამახვანში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეს საკუთარ ტერიტორიაზე არ მისცა კარვის დადგმის უფლება, თუმცა რამდენიმე წუთში პოზიცია შეიცვალა და მათ სთხოვა "ცოტა მოშორებით" გაეშალათ კარავი.
"ვუთხარით, რომ თუ აქ ვდგავართ ხალხი და შევიკრიბეთ; თუ აქ დგომის უფლება გვაქვს, ჩვენ აქ კარვის დადგმის უფლებაც გვაქვს. ვუთხარით — მაშინ გვაჩვენეთ დოკუმენტი, რომ საერთოდ არ უნდა ვიდგეთ აქ. პოლიციამ, გვითხრა, მოვიტან ახლავე ამონაწერებს და განახებთო და ზუსტად ორ წუთში შეუთანხმდა აქციის მონაწილეებს, რომ ცოტა გვერდით დადგით ეს კარავიო", — თქვა მან.
სიმონიშვილმა მაგალითად მოიყვანა 20 თებერვალიც, როცა პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, გიორგი ჩალაძეს არ მისცა უფლება გაეშალა კარავი და არგუმენტად ის ღონისძიება მოიყვანა, რომელიც მეორე დღეს უნდა ჩატარებულიყო.
"ვკითხე, რატომ არ ადგმევინებთ კარავს-მეთქი და მეუბნებიან, მეორე დღეს პარლამენტში კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა და მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოსო. ვუთხარი, რომ, როცა დაიწყება გვითხარით და აიღებენ, მანამდე არ გაქვთ ამის უფლება-მეთქი.
საბოლოო ჯამში მეორე დღეს გიორგიმ ეს კარავი მაინც დადგა, მაგრამ რამდენიმე კარავი წაართვეს და მე მგონი, დაუხიეს კიდეც. გვქონდა საუბარი, რომ რა თქმა უნდა, იქ სამართლებრივი მექანიზმებიც არსებობს და სასამართლოში მას სარჩელის შეტანის უფლება აქვს. იმის თქმა მინდა, რომ ეს რა თქმა უნდა, არ არის სწორი", — თქვა მან.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ბოლო რამდენიმე თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბევრჯერ მოაწყვეს აქცია პარლამენტთან და გაშალეს კარვებიც. მიუხედავად იმისა, რომ კარავი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, პოლიცია ხშირად აქციის მონაწილეებს არათუ არ აძლევს კარვის გაშლის უფლებას, არამედ ამის გამო აკავებს კიდეც.
ბოლოს ასეთი შემთხვევა 21 თებერვალს იყო. კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის მცდელობის დროს 8 ადამიანი დააკავეს. ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა და თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავის განთავსებას პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი ზღუდავს. უწყებამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადა რომ "სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნებოდა აღკვეთილი".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები