რა უნდა გავითვალისწინოთ კატის აყვანისას
ათწლეულების განმავლობაში ადამიანები სელექციური გამრავლების შედეგად იღებდნენ ძაღლებისა და კატების ისეთ ჯიშებს, რომლებსაც სულ უფრო დიდი ზომის ნაკვთები ექნებოდათ. როცა კატებზე ვსაუბრობთ, ამის ნათელი მაგალითი თანამედროვე სპარსულისა და ეგზოტიკური მოკლებეწვიანის ბრტყელი, მრგვალი სახეებია. ეს ჯიშები, სავარაუდოდ, იმის შედეგია, რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ჩვილის მსგავს ნაკვთებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც, შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყოს გამრავლების ჩვენეულ ინსტინქტებთან.
ადამიანებისთვის მსგავსი შტრიხები კი საყვარლად გამოიყურება, თუმცა ცხოველებისთვის ისინი მრავალი უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს. ამგვარი ჯიშებისთვის სახასიათოა ბრტყელი, იგივე ბრაქიცეფალური სახე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება მცირე ზომის დრუნჩით, ვიწრო სასუნთქი გზებით, ზედმეტად დანაოჭებული კანითა და ზედაპირული თვალის ბუდით. ამ ყველაფერს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიც სუნთქვის გაძნელებაა. ხოლო ძაღლებში ის ისეთი ფატალური მდგომარეობების რისკებს ზრდის, როგორიც გადახურებაა.
რაც უფრო მრგვალსახიანი და დიდთვალებაა კატა, მით უფრო რთულია მისი ემოციების ამოცნობა
თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები ერთადერთი სირთულე არაა, რაც ზემოთ ჩამოთვლილმა მახასიათებლებმა შეიძლება გამოიწვიოს. ახალი კვლევის მიხედვით, ნორმაზე დიდი ნაკვთების ქონა, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს ცხოველების ეფექტიანად კომუნიკაციისა და გამოხატვის უნარებზე.
კატების სახის გამომეტყველება იმის მიხედვით იცვლება, თუ რას გრძნობენ მოცემულ მომენტში. მათი სახე განსხვავებულად გამოხატავს შიშს, იმედგაცრუებას თუ ტკივილს. თუმცა, სახის ბუნებრივი ნაკვთების მკვეთრ ცვლილებას შეუძლია, მათ გამომეტყველებას სიცხადე დაუკარგოს.
თითქმის 2 ათასი კატის ფოტოს გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბრაქიცეფალური სახის ტიპი ტკივილის მსგავს გამომეტყველებასთან ასოცირდება — მაშინაც კი, როცა ბრტყელსახიანი კატები სულაც არ განიცდიან ტკივილს. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანდა შოტლანდიური ფოლდის შემთხვევაში, რომლის სახის ნაკვთები ტკივილის აღმნიშვნელ მიმიკას იმაზე მეტად გამოხატავდა, ვიდრე იმ შინაური მოკლებეწვიანი კატების სახე, რომლებიც რეალურად განიცდიდნენ ტკივილს.
ამას გარდა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სახეობების მიხედვით სახის ფორმათა მნიშვნელოვნად განსხვავებული ვარიაციები არსებობს. მაგალითად, სიამისა და აბისიანური ჯიშის კატებს ბრაქიცეფალურ კატებთან შედარებით უფრო ვიწრო და წაგრძელებული, დოლიქოცეფალური სახე აქვთ, ხოლო შინაური მოკლებეწვიანები უფრო პროპორციული, ანუ მეზოცეფალური თავის ფორმით გამოირჩევიან. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახის ის ნაწილები, რომლებიც გამომეტყველებათა მიხედვით იცვლება, სახეობებს შორის მაშინაც კი განსხვავებულია, როცა მათი სახეები "ნეიტრალურ პოზიციაშია". აქედან გამომდინარე, ეფექტიანი კომუნიკაციის პრობლემა, შესაძლოა, მხოლოდ ბრტყელსახიან კატებს არ ჰქონდეთ.
კვლევის მიგნებები აჩვენებს, რომ ჩვენ მხოლოდ ცხოველების საყვარელი და ჩვილის მსგავსი სახე კი არ გვხიბლავს, არამედ, პოტენციურად — მათი დაუცველი, დაჩაგრული და გასაჭირში მყოფი გამომეტყველებაც. სამწუხაროდ, ჩვენი შინაური ცხოველებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ — მეტიც, წავახალისებთ — ისეთი სახეობების გამრავლებას, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ. ამას კი ჩვენთან — და, შესაძლოა, სხვა ცხოველებთან — კომუნიკაციის გართულების პრობლემაც ერთვება.
ასეთი კატები საბოლოოდ, შესაძლოა, ჩვენგან იმაზე უფრო მეტ ყურადღებას იღებდნენ, ვიდრე თავად ისურვებდნენ, რადგან მათი გარეგნობა მათზე ზრუნვის სურვილს აღგვიძრავს. მეორე მხრივ, შეიძლება გამოგვრჩეს ის მომენტები, როცა ისინი რეალურად განიცდიან ტკივილს, რადგან მათ ჩვეულებრივ მდგომარეობასა და ტკივილის განცდის გამოხატვას შორის განსხვავებას ვერ აღვიქვამთ. ასეთ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ მათი გრძნობების გასაგებად სახის გამომეტყველების ნაცვლად ქცევასა და სხეულის პოზიციებს მივაქცევთ ყურადღებას.
პოტენციურად ესეც პრობლემატურია, რადგან ჩვენ შინაური ცხოველების სხვა ისეთი ფიზიკური მახასიათებლებიც გვაქვს შეცვლილი, როგორიცაა სხეულის ზოგადი ზომა და ფორმა და კიდურებისა და კუდის სიგრძე. სავარაუდოდ, ეს პრობლემები მხოლოდ კატებში არ გვხვდება, რადგან სხვა შინაურ სახეობებშიც, განსაკუთრებით ძაღლებში, მსგავსი სელექციური გამრავლების მეთოდი სწორედაც გარეგნული მახასიათებლების შეცვლის მიზნით გამოიყენება.
როგორ უნდა მოვიქცეთ კატის აყვანისას
შინაური ცხოველების კომპანიონობის მნიშვნელობა იმდენად ღირებული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მათ გასხვისებაზე პასუხისმგებელი ისეთი წყაროები, როგორებიცაა თავშესაფრები და რეგისტრირებული სელექციონერები, პანდემიის პერიოდში ცხოველთა აყვანის მსურველებს ვერ აუდიან.
მომლოდინეთა სიების დაგრძელებამ და შინაური ცხოველის აყვანის ისეთი მსურველების ზრდამ, რომლებიც მათ დიდი ფიქრის გარეშე, იმპულსურად ყიდულობენ, ზოგს უბიძგა, ახალი კომპანიონი ნაკლებად სანდო წყაროებისგან შეეძინა.
ამის პარალელურად, სელექციურ ჯიშებზე მაღალი ფასები კვლავ ნარჩუნდება და მათზე მოთხოვნაც არ იკლებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ნამდვილად გვინდა შინაური ცხოველის ყოლა, ამის სრულიად უფასოდ გაკეთება შეგვიძლია. დღეისათვის უამრავი პატარა უსუსური კნუტი და ლეკვი იბრძვის გადარჩენისთვის ქუჩაში. მათ ჩვენგან მხოლოდ საკვები და ცოტა სითბო სჭირდებათ, სანაცვლოდ კი მზად არიან, მთელი ცხოვრება გვიერთგულონ და წარმოუდგენლად დიდი სითბო და სიყვარული გვაჩუქონ.
კვლევა აჩვენებს, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ კონკრეტული ჯიშის კატას ან ძაღლს ავარჩევთ. თუ მყარად გადაწყვეტილი გაქვთ, რომ შინაური ცხოველი სელექციონერისგან უნდა შეიძინოთ, გამოიკვლიეთ მისი სანდოობა და დარწმუნდით, რომ ცხოველი რაიმე ქრონიკული დაავადებით არ იტანჯება.
საკომუნიკაციო თვალსაზრისით, უკეთესი იქნება, თუ თავს აარიდებთ ისეთი ჯიშის შინაური ცხოველების აყვანას, რომლებსაც გადაჭარბებულად დიდი ნაკვთები აქვთ — მათ შორის ძალიან ბრტყელი ან მოგრძო სახე. აგრეთვე საფრთხილოა მინიატურული ჯიშებიც, რომლებსაც მოკლე ფეხები ან კუდი აქვთ.
მათთვის კი, რომლებსაც უკვე ჰყავთ ამ ჯიშის შინაური ცხოველი, მნიშვნელოვანია, იმ პოტენციური საფრთხეების შესახებ ყველაფერი იცოდნენ, რომლებიც მათ ოთხფეხა მეგობრებს ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან ურთიერთობისას შეიძლება წარმოეშვათ. ისინი ასევე მეტად ყურადღებით უნდა ეცადონ, სწორად ამოიცნონ ცხოველების ქცევა და მიმიკები.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
კომენტარები