10 შემთხვევა, როდესაც მსახიობები როლებში "მეტისმეტად შეიჭრნენ"
განსხვავებული გამოცდილებისა და ხასიათის მქონე ადამიანების განსახიერება მარტივი საქმე ნამდვილად არაა, ამიტომ მსახიობები ხშირად კონკრეტული როლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი ცდილობენ, პერსონაჟების ცხოვრების სტილი, პროფესია თუ გარემო კარგად შეისწავლონ, რათა მათი შესრულება მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პერსონაჟების შესწავლის პროცესი ნებისმიერი მსახიობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ზოგიერთი მათგანი ამისათვის წარმოუდგებელ ხერხებს მიმართავს. გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც მსახიობები როლებისთვის მაქსიმალურად დაიხარჯნენ:
1. ჯეიმი ფოქსს რეი ჩარლზის როლისთვის თვალები 14 საათის განმავლობაში დაწებებული ჰქონდა
ფილმში Ray ლეგენდარული მუსიკოსის, რეი ჩარლზის როლის შესასრულებლად, მსახიობ ჯეი ფოქსს გადაღებებზე 14 საათის განმავლობაში თვალები დაწებებული ჰქონდა, რათა უსინათლო მუსიკოსი მაქსიმალურად ბუნებრივად განესახიერებინა. ეს მეთოდი მსახიობს ფილმის რეჟისორმა, ტეილორ ჰეკფორდმა შესთავაზა. ხშირად ჯეიმის კოლეგებს ავიწყდებოდათ, რომ მსახიობი ვერ ხედავდა და გადასაღებ მოედანზე გზის გასაკვლევად მარტოს ტოვებდნენ.
2. ტომ ჰოლანდმა 3 დღე სკოლაში გაატარა
იმისათვის, რომ ფილმში Spider-Man: Homecoming 15 წლის პიტერ პარკერის როლი ბუნებრივად შეესრულებინა, ტომ ჰოლანდმა სკოლის წლების გახსენება გადაწყვიტა. ამისათვის მსახიობი 3 დღის განმავლობაში სკოლაში ყალბი სახელითა და აქცენტით სწავლობდა. ჰოლანდმა აღნიშნა, რომ სკოლაში მიღებული გამოცდილება პიტერ პარკერის პიროვნების შექმნაში ძალიან დაეხმარა.
3. ჯოდი ფოსტერი FBI-ის აკადემიაში ჩაირიცხა
ჯოდი ფოსტერმა ფილმში The Silence Of The Lambs დეტექტივი კლარისის როლისთვის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოსკარი მიიღო. ეს გასაკვირი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საკუთარი პერსონაჟის უკეთ გასაცნობად მსახიობი FBI-ის აკადემიაში ჩაირიცხა. აკადემიაში ფოსტერი ესწრებოდა წვრთნებს და სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.
4. ედრიენ ბროუდიმ სახლზე და მანქანაზე თქვა უარი
იმისათვის, რომ ფილმში The Pianist ჰოლოკოსტის მსხვერპლი პიანისტის როლი ბუნებრივად შეესრულებინა, ედრიენ ბროუდიმ უარი თქვა სახლსა და მანქანაზე, გაყიდა უამრავი ნივთი და ევროპაში ორი ჩანთით გაემგზავრა. ამ ყველაფერთან ერთად, ბროუდი მკაცრ დიეტაზეც იმყოფებოდა, რათა პერსონაჟის გასაჭირი საკუთარ თავზე გამოეცადა.
5. ნატალი პორტმანი ბალერინობას დღეში 8 საათს უთმობდა
ნატალი პორტმანი ფილმისთვის Black Swan მაქსიმალურად დაიხარჯა: მსახიობი დღეში 8 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. პორტმანი იმდენად მკაცრი რეჟიმით ცხოვრობდა, რომ ვარჯიშისას ნეკნიც კი იღრძო.
6. მარლონ ბრანდომ 1 თვე ვეტერანთა ჰოსპიტალის საწოლში გაატარა
ფილმში The Men დაშავებული ლეიტენანტის როლის ბუნებრივად შესასრულებლად, მარლონ ბრანდომ 1 თვე იმ ჰოსპიტალში გაატარა, სადაც ფილმში მისი პერსონაჟი მკურნალობდა.
7. ჯონი დეპი ჰანტერ ტომპსონის სარდაფში ცხოვრობდა
ფილმისთვის Fear and Loathing in Las Vegas ჯონი დეპი ჟურნალისტსა და მწერალ ჰანტერ ტომპსონს წლების განმავლობაში სწავლობდა. მსახიობი ტომპსონთან ერთად სვამდა, მისი ძილის უჩვეულო რეჟიმიც აითვისა და ჟურნალისტის სარდაფში გადასახლდა, სადაც მის ნაწერებს კითხულობდა.
8. ჯიმ მორისონის პერსონაჟის განსახიერების გამო ველ კილმერს ფსიქოთერაპიის კურსი დასჭირდა
ფილმში The Doors ამავე სახელწოდების როკ ჯგუფის ვოკალისტის, ჯიმ მორისონის როლის შემსრულებელმა ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრება საფუძვლიანად შეისწავლა. მსახიობი მუსიკოსს საუბარში, სიმღერაში, ჩაცმის სტილსა და ქცევაში ბაძავდა. კილმერი როლში იმდენად შეიჭრა, რომ ჯგუფის სხვა წევრებს ხშირად უჭირდათ მუსიკოსისა და მსახიობის ჩანაწერებს შორის განსხვავების პოვნა. საბოლოოდ, მსახიობს ფსიქოთერაპიის კურსის გავლა დასჭირდა.
9. დენიელ დეი ლუისმა My Left Foot-ის გადაღებებზე მთელი დრო ეტლში გაატარა
ფილმში დენიელ დეი ლუისის პერსონაჟს ცერებრული დამბლა აქვს. იმისათვის, რომ როლი ბუნებრივად შეესრულებინა, მსახიობი კადრს მიღმაც ეტლით სარგებლობდა. გადაღებების დროს მან 2 ნეკნიც კი გაიტეხა.
10. ნიკ ნოლტი 5 კვირის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობდა
ფილმში Down and Out in Beverly Hills უსახლკარო ადამიანის როლის შესასრულებლად ნიკ ნოლტმა 5 კვირის ქუჩაში გატარება გადაწყვიტა. მეტი ეფექტისთვის, გადასაღებ მოედანზე არც ძაღლის საჭმლის დაგემოვნებაზე უთქვამს უარი.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები