რატომ და რამდენი ხნით გადავადდა Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინების მოწოდების 2 ან 3 კვირით გადავადების შესახებ Covax-ის პლატფორმიდან 22 თებერვლის წერილში აცნობეს. გაბუნია ამას Pfizer-ის მხრიდან დამატებითი მოთხოვნების დაყენებით ხსნის.
"22 თებერვლის წერილში, რომელიც განმარტების სახით მივიღეთ Covax-ის პალტფორმიდან Pfizer-ის ვაქცინის გადავადებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ არის მითითებული, რომ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში Covax-ის პალტფორმას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია Pfizer-თან. იმის გამო, რომ Pfizer-მა დააყენა დამატებითი მოთხოვნები პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ვიდრე ფაიზერი არ გადაჭრის ამ თემას საქართველოს მთავრობასთან და ასევე, კოვაქსთან, ვაქცინების მოწოდება გადავადდება. ამ შემთხვევაში საუბარი 2 ან 3 კვირით გადავადებაზე. მეტ გადავადებაზე არც Covax-ი და არც Pfizer-ი არ საუბრობს", — განაცხადა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნა ვაქცინის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამება და Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გაჭიანურება ფინასური გადაზღვევასთან არის დაკავშირებული. ის, ასევე, ამბობსს, რომ დამატებითი დეტალები Covax-მა და კომპანიამ სატელეფონო ზარით უნდა შეატყობინონ, რომელსაც 23 თებერვლის შემდეგ ელოდებიან.
საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში უნდა შემოსულიყო Pfizer-ია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.
გაიგეთ მეტი:
- რატომ ვერ მიიღო საქართველომ ვაქცინა თებერვალში — Covax პლატფორმის პასუხი IPN-ს
- COVID-19-ის ვაქცინაციის ხელშესაწყობად საქართველოს და 5 ქვეყანას ევროკავშირი 40 მლნ ევროს გამოუყოფს
- ტიკარაძის თქმით, საქართველო ვაქცინის დამატებით 150 ათას დოზას მიიღებს
- ჯანდაცვის სამინისტრო: ვაქცინაციისთვის 50000 შპრიცი უკვე საქართველოშია
- ვაქცინის კომერციალიზაციაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი — გაბუნია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები