რა ეტაპები გაიარა ქვეყანამ ვაქცინის მისაღებად და რატომ არ გვაქვს ის დღემდე — გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის სამინსიტრომ დღეს, პირველ მარტს ბრიფინგი გამართა, რომელზეც ვაქცინის მისაღებად გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა და ინტერპრესნიუსისთვის მიწერის Covax პლატფორმის პასუხს გამოეხმაურა.
მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცახდებით, ინფორმაცია, თითქოს, საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნა ვაქცინის მისაღებად, სიმართლეს არ შეესაბამება და Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გაჭიანურება ფინასური გადაზღვევასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, დამატებითი დეტალები Covax-მა და კომპანიამ სატელეფონო ზარით უნდა შეატყობინონ, რომელსაც 23 თებერვლის შემდეგ ელოდებიან.
რა ნაბიჯები გადაიდგა ვაქცინის მისაღებად
გაბუნიას თქმით, ვაქცინის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით დიდი ხანია მუშობს და გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები:
- 2020 წლის 18 სექტემბერს, როცა შეიქმნა Covax პლატფორმა, საქართველო შუერთდა;
- 2020 წლის 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 მილიონ 300 ათასი დოლარი, რომ მოსახლეობის 20%-სთვის გვქონოდა ვაქცინები წლის ბოლომდე;
- 2020 წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა ვაქცინის დანერგვის გეგმაზე;
- 2021 წლის 21 იანვარს დამტკიცდა ვაქცინის დანერგვის გეგმა;
- 2021 წლის 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი Covax პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ მზად არის მიიღოს ნებისმიერი ცივი ჯაჭვის მოთხოვნების ვაქცინა;
- 2021 წლის 28 იანვარს, მზაობის შეფასების საფუძველზე, ქვეყანამ მიიღო დამადასტურებელი წერილი, რომ მას გადაეცემა ფაიზერის 29 ათასი და AstraZeneca 180-დან 300 ათასამდე დოზა;
- 2021 წლის 28 იანვრის შემდეგ ქვეყანამ დაიწყო მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე Covax-ის საშუალებით, როგორც მიმწოდებელთან, ასევე Covax-ის გუნდთან.
რატომ გადაიდო Pfizer-ის შემოტანა და რა მოგვწერა Covax-მა
გაბუნიამ აღნიშნა, რომ Pfizer-ის ქვეყანაში შემოსვლას თებერვლის შუა რიცხვებიდან ელოდნენ, თუმცა შუალედური კომუნიკაციების შემდეგ Covax-მა მათ აცნობა, რომ არის "გარკვეული დამატებითი მოთხოვნები" Pfizer-ის მხრიდან. ის ამტკიცებს, რომ Pfizer-თან შეფერხება არ ჰქონიათ.
მისი თქმით, Covax-ის წერილში არის მითითებული, რომ ბოლო 3 კვირა ჰქონდათ აქტიური კომუნიკაციები Pfizer-თან და ვიდრე Pfizer არ გადაჭრიდა "დამატებითი მოთხოვნების" თემას საქართველოს მთავრობასთან და Covax პლატფორმასთან, ვაქცინის შემოტანა გადავადდებოდა.
"ამ შემთხვევაში არის საუბარი გადავადებაზე, გარკვეული 2 ან 3 კვირით. მეტით გადავადებაზე არც კოვაქსი და არც ფაიზერი არ საუბრობს", — აღნიშნა მან.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ ვაქცინა შემოვა 2 კვირაში, პასუხობს:
"უნდა დაველოდოთ. მე ვთქვი, რომ წინასწარ, ვიდრე არ მექნება ზუსტი დასტური, როდის შემოვა ქვეყანაში ესა თუ ის ვაქცინა, ამაზე განცხადებას [არ გავაკეთებ], იმიტომ, რომ კიდევ დაბნეულობა არ გამოიწვიოს საზოგადოების".
პასუხი Covax-ის დღევანდელ განცხადებაზე და სატელეფონო ზარის მოლოდინი
გაბუნიამ დეტალურად განიხილა Covax-ის დღევანდელი განცადებაც და არაერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინის გადავადება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მისაღებად. კერძოდ, IPN-ის გავრცელებულ პასუხში ეწერა:
"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, გამოცემას პლატფორმაზე განუმარტეს: "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".
ამასთან დაკავშირებით გაბუნია ამბობს, რომ დღემდე ელოდებიან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც საბოლოოდ შეთანხმდებიან, რომ პირობები, რომლებიც მათ წამოაყენეს, საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თახნმობის საფუძველზე და ტექნიკური და იურიდიული მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის ქვეყანაში არსებობს.
"ამდენად ქართული მხარის მხრიდან Pfizer-თან მიმართებაში შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი. როგორც კი ჩვენ გვექნება Pfizer-ის საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე, ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ უკვე მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე, სადაც დადგება თანხის გადახდის ეტაპი", — განაცხადა მან.
გაბუნიას თქმით, უკვე მიმართეს Covax-ს და მოითხოვეს განმარტებები ამ განცხადების გამო.
"ნახევარი საათის წინ მივმართეთ Covax-ს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა IPN-ის საშუალებით, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან და ეს არი 22 თებერვლის წერილი, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული — Pfizer-ის მიერ დამატებითი მოთხოვნების დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას და ქვეყნის მზაობა, რომელიც შეფასდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ექსპერტების მიერ არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა Pfizer-ის ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად", — განაცხადა მან.
მისი თქმით, უხერხულია საუბარი იმაზე, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაცია არასრულად შეავსო და ამის გამო ხდება ვაქცინის დაგვიანება. მისივე თქმით, Covax გააკეთებს განმარტებას იმაზე, თუ რატომ მოხდა ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია მისი განცხადების.
"ძალიან უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ის რაც წერია IPN-ის განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა Covax-მა, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-სგან, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი ჩვენ გვექნება ეს დაზუსტებული ხელშეკრულებები. ყველაფერი არის მზაობაში იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმება Pfizer-ისგან დასტურის მიღებისთანავე ჩვენ გვქონდეს. ", — განაცხადა მან.
ბრიფინგზე დაისვა კითხვა, რატომ ვერ მოხერხდა, რომ საქართველო გამხდარიყო ის პრიორიტეტული ქვეყნების ჯგუფის წევრი, რომლებმაც ვაქცინა უკვე მიიღეს, მან განაცხადა, რომ კატეგორიზაცია ეკონომიკური სტატუსით მოხვდა და ამ ეტაპზე საქართველო ამ ქვეყნებზე წინ დგას.
"ჩვენ უკვე აღარ ვართ გავის მონაწილე ქვეყანა, იმიტომ, რომ საქართველომ მისი ეკონომიკური სტატუსით გადავიდა შემდეგ ეტაპზე და აღარ არის დაბალშემოსავლიანი ქვეყანა. ამრიგად აქ ჩვენს სურვილზე და მოთხოვნაზე არ არის ეს ამბავი, ეს ამბავი განისაზღვრება ობიექტური ეკონომიკური პარამეტრებით, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხდეს ქვეყანა. [..]
თუმცა საქართველო მოხდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველ ეტაპზე Covax-ისგან უნდა მიღეო პირველ კვარტალში Pfizer-ის და AstraZeneca ვაქცინა. ეს შეფასება მზაობის იყო კომპლექსური, ხანგრძლივი პროცესი", — განაცხადა მან.
კითხვაზე, რას ნიშნავს ფინანსური პასუხისმგებლობის გადაზღვევა, გაბუნია პასუხობს:
"სწორედ ამისთვის ველოდებით ჩვენ მეორე კვირაა სამხრივ ზარს, რომ დაზუსტდეს ეს ფინანსური გადაზღვევა, რას გულისხმობს. ეს არ იყო დაზუსტებული იმ ხელშეკრულებაში, ანუ პასუხისმგებლობის გადაზღვევის ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩაითვალა, რომ ეს უნდა დაზუსტდეს, მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. ამდენად ამ კვირაში გაიმართება ეს სატელეფონო კონსულტაცია, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ყველა პირობაზე, რომელსაც Pfizer დამატებით აყენებს ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას იმისთვის, რომ ან ვაქცინა მიიღოს, ან სწორად მოახდინოს მისი ადმინისტრირება ან კიდევ რომელიმე განაცხადი შეავსოს იმისთვის, რომ ეს ვაქცინა მიიღოს"
რა ხდება AstraZeneca-ს ვაქცინაზე
გაბუნიას განმარტებით, მარტის ბოლოს ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვა, Covax პლატფორმის საშუალებით და Unicef-ის მექანიზმით. მისი თქმით, ამ კვირაში ასრულებენ თანხის გადარიცხვას Unicef-ისთვის, რომ მიაწოდონ პირველი დოზები.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ვაქცინის შემოტანაში ქვეყანას ხელს არაფერი არ უშლის, რადგან ყველა მხარე გამართულია. მისი განმარტებით, AstraZeneca-ს შემთხვევაში, ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ეტაპი, რომელსაც ხელი მოეწერა და ასევე, გამოხატა მარეგულირებლის მიერ მზაობა, რომ შემოსული AstraZeneca-ს ვაქცინა იქნება რეგისტრირებული.
"მარტის ბოლოდან ჩვენ უკვე რეალურად შეგვეძლება, რომ ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით დავიწყოთ, შესაძლოა Pfizer-მაც მოგვისწოს მანამდე და აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს უკვე აპრილიდან", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კითხვაზე, რა რაოდენობის AstraZeneca ვაქცინა შემოვა პირველ ეტაპზე და რა თანხა გადავიხადეთ, ის პასუხობს, რომ მუდმივად აზუსტებს Covax პლატფორმა დოზების ოდენობას იმის გამო, რომ მიმწოდებლები ცვლიან ვადებს, ამიტომ ზუსტად არ იციან 300 ათასამდე დოზა რა ვადაში შემოვა.
"ყველაფერი დაზუსტდება. ფინანსური ნაწილი მოგეხსენებათ, რომ არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ფარგლებში, ამის საჯაროდ გაზიარება შესაძლებელი არ არის. ეს არის რაც დღეს შემიზლია, გითხრათ", — განაცხადა მან.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები