ყველაზე მეტად ისტორიის განმეორების მეშინოდა — პრინცი ჰარი ოპრასთან ინტერვიუში
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ყურადღების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა მაღალი რანგის სამეფო სტატუსი დატოვეს, წყვილის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. თებერვალში მეგან მარკლმა ბრიტანულ ტაბლოიდს პირადი წერილების გამოქვეყნების შესახებ სასამართლო დავა მოუგო, რამდენიმე დღის წინ კი პრინცი ჰარი CBS-ის შოუ, The Late Late Show-ში გამოჩნდა. მან შოუს წამყვან ჯეიმს კორდენთან ერთად სამხრეთ კალიფორნია მოიარა და სხვადასხვა თემის, მათ შორის, სერიალ The Crown-ის შესახებ გულწრფელად ისაუბრა.
ამჯერად ცნობილი წყვილი ოპრა უინფრის გაესაუბრა. ინტერვიუს შესახებ CBS-მ ორი მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. ეს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ იქნება მას შემდეგ, რაც სამეფო კარის ვალდებულებებზე უარი განაცხადეს და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ.
"ყველაზე მეტად ისტორიის განმეორების მეშინოდა", — განაცხადა პრინცმა ჰარიმ, სავარაუდოდ, დედის შესახებ საუბრისას.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ოპრა უინფრისთან საუბარში წყვილმა პრინცესა დაიანაც გაიხსენა.
"შვებასა და ბედნიერებას ვგრძნობ, რადგან ჩემი ცოლი ჩემს გვერდითაა, როცა აქ ვზივარ და გესაუბრებით. წარმოდგენაც არ შემიძლია, როგორ გაიარა წლების წინ მთელი ეს პროცესი მან (პრინცესა დაიანამ) მარტომ. ეს ყველაფერი ჩვენთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ერთმანეთი მაინც გვყავდა", — ამბობს პრინცი ჰარი ინტერვიუში.
ერთ-ერთ კლიპში ოპრა უინფრიმ აღნიშნა, რომ ინტერვიუს განმავლობაში ყველა თემაზე შეიძლებოდა საუბარი, ერთ შემთხვევაში კი განაცხადა, რომ წყვილის მონათხრობი შოკისმომგვრელი იყო.
ჯეიმს კორდენთან ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ბრიტანული პრესა მის მენტალურ ჯანმრთელობას ანადგურებდა. მისი თქმით, ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ნებისმიერი ქმარი მოიქცეოდა და ასეთ გარემოს თავისი ოჯახი განარიდა. წყვილი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს და მეორე შვილს ელოდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები