დრუნჩნათლად — ცუდი გამოცდილებისგან შექმნილი პოზიტიური სიტყვა CARU-სგან
რამდენჯერ დაგმახსოვრებიათ მომსახურება? აი, ისე, რომ მიიღებ ვინმესგან მომსახურებას და მოგინდება, რომ ამ გამოცდილებაზე ყველას მოუყვე.
CARU-ს დამფუძნებლის, ნიკა აბაშიძის აზრით, თუ დღესდღეობით კომპანიას სურს, რომ წარმატებას მიაღწიოს, სწორედ ასე უნდა იქცეოდეს.
ასე გახდა CARU 2 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოსერვისი საქართველოში, რომელიც თვეში 1000-მდე მანქანას ემსახურება.
ერთი საინტერესო შემთხვევის შემდეგ კი ამ მიდგომას სახელიც მოეძებნა. ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ როგორ შეიქმნა ახალი ქართული სიტყვა — დრუნჩნათლად.
ბევრ კმაყოფილ მომხმარებელთან ერთად, CARU-ს, რა თქმა უნდა, ჰყავდა უკმაყოფილო მომხმარებლებიც, რომელთაც პრობლემა შეექმნათ და მისი გამოსწორება გახდა საჭირო. ნიკამ აღმოაჩინა, რომ ასეთ დროს მომხმარებლებს, უბრალოდ, არ სჯეროდათ კომპანიის და ფიქრობდნენ, რომ რაღაცას უმალავდნენ და ატყუებდნენ.
"თავიდან ეს მიკვირდა, მერე კი, სიმართლე გითხრათ, აგრესიასაც კი იწვევდა", — ამბობს ნიკა, — "როცა რაღაცას აკეთებ, ცდილობ დაეხმარო ადამიანს და გეუბნება, 'აფერისტები ხართ ყველანი', 'ახლა რაღას მატყუებთ?', 'ასე კარგად თუ შეგეძლოთ, თავიდანვე გაგეკეთებინათ'. მართალია, ასეთი შემთხვევები მთლიანი შეკვეთების 0,6 პროცენტი იყო, მაგრამ როდესაც მთლიანი შეკვეთების რაოდენობა ათიათასობითაა, 0,6 პროცენტი საკმარისია, რომ ზოგჯერ განწყობა მთელი კვირითაც გაგიფუჭდეს. სულ უშეცდომოდ ვერ იმუშავებ. შეცდომა ყოველთვის მოხდება და ყოველთვის იქნება წუნიანი (ბრაკი) ნაწილიც, რომელიც მწარმოებელს გაეპარა, მაგრამ მომხმარებელს ამის შესახებ სიტყვის გაგონებაც კი არ უნდა. იგი ფიქრობს, რომ კომპანია ბოროტია და ცდილობს, რაღაც მოატყუოს".
ნიკას თქმით, იგი ვერაფრით ხსნიდა, რატომ ფიქრობდა ხალხი ასე, სანამ თავადაც ერთი შემთხვევა თავად არ გადახდა თავს.
"რაღაც ნივთის ყიდვა გადავწყვიტე, რომლისთვისაც დამჭირდა კრედიტი", — იხსენებს იგი, — "პროცესში აღმოვაჩინე, რომ ნივთის გამყიდველი ცდილობდა, თავიდან უარესი ვარიანტი შემოეთავაზებინა, რომ ჯერ ის 'გასაღებულიყო', მერე რომ გაიგო მეჩქარებოდა, კაპიკი არ დამიკლო და ბოლომდე 'გამწურა', მეორე მხრივ კი ერთ-ერთ ბანკთან აღმოვაჩინე, რომ შეეძლო, უკეთესი პირობები მოეცა, მაგრამ სანამ არ გადავამოწმე და დავაზუსტე, არ მომცა".
CARU-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სწორედ მაშინ გააცნობიერა, რა ხდებოდა რეალობაში.
"კომპანიების უმეტესობა იმით აჯილდოებს თანამშრომელს, თუ რამდენად მომგებიანად გასცემენ, მაგალითად, სესხს", — ამბობს ნიკა, — "აი, თურმე სად ყოფილა პრობლემა. ყველა მომხმარებელი, რომელიც მლანძღავდა მაშინ, როცა ამას არ ვიმსახურებდი თავის დროზე, მართალი ყოფილა, რადგან მათ ყოველდღე ატყუებდნენ და, რა თქმა უნდა, ფიქრობდნენ, რომ ჩვენც ასე ვიქცეოდით.
"მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი მომსახურება განსხვავდებოდა და ამ სხვანაირ მიდგომას სახელიც სჭირდებოდა. ბევრი ვიფიქრე, თუ რას ჰგავდა ეს ქცევა და, ბოლოს, ერთ მარტივ ახსნამდე მივედი. ყველამ იცის ბიგლუს შესახებ და ისიც რომ CARU გიჟდება ძაღლებზე, ამიტომ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ჩვენც ძაღლებს ვბაძავდით. ანუ, ვცდილობდით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეკეთებინა საქმე ისე, როგორც ამას გააკეთებდა ბიგლუ; აი, ეზოში რომ ძვალს იპოვის, მოგიტანს, წინ დაგიდებს და თვალებში შემოგციცინებს. ამ დროს ხვდები, რომ გეკითხება 'აბა, მოგწონს?'.
სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კომპანიას საკუთარი მიდგომისათვის სახელად დრუნჩნათლად ეწოდებინა.
"დრუნჩნათლად ნიშნავს, აკეთო საქმე ისევე, როგორც ამას შენი ძაღლი გააკეთებდა. პირნათლად, მაგრამ დაამატო ზემოდან შენი მონდომება, რათა ასიამოვნო მომხმარებელი".
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები