მთავარი, რის გამოც პარლამენტში შემოვედით, მიღწეულია — იოსელიანი საარჩევნო რეფორმაზე
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, "მთავარი", რის გამოც პარლამენტში შვიდნენ, მიღწეულია. ასე ეხმაურება იგი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში.
"ახლა გინდ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, გინდ 2024 წელს ვადამდელის გარეშე, ერთი რამ მეცოდინება, ეს არჩევნები იმ პრინციპით ჩატარდება, რომელიც ყველა პარტიას, ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიან და თანასწორ გარემოს შეუქმნის სულ მცირე არჩევნების დღეს. და ამით ჩემ თავთან ვიქნები მართალი, რომ უფრო გრძელვადიანი და საშვილიშვილო მნიშვნელობის საკითხი პოლიტიკურ კრიზისს არ გადავაყოლე", — თქვა მან.
იოსელიანის თქმით, ახალი საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის თანახმად:
- ცესკოს კომისიები ყველა დონეზე დაკომპლექტდება ახალი წესით. ყველა პარტიას ეყოლება ცენტრალურ და საოლქო კომისიაში საკუთარი წევრი, უბნებზე ყველას- წარმომადგენელი, რომელსაც ცესკო გადაუხდის თავად ხელფასს;
- ადამიანების იდენტიფიკაცია, ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება, რომ თითის ანაბეჭდით მოხდეს და არა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით;
- ხმების დათვლა შესაძლებელი იქნება ელექტრომანქანებით;
- თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება ყველგან ბუნებრივი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული პრინციპი, თბილისსა და დიდ ქალაქებში 4/1 -ზე პრინციპით (40 პროპორციული, 10 მაჟორიტარი) და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში 2/1-ზე.
- ვალდებულება ეკისრება საოლქო კომისიებს, რომ უბნების სულ მცირე 10% მაინც გადათვალოს;
- საჯარო მოხელეები, პედაგოგები, საბავშო ბაღის მასწავლებლები ვერ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში. დაისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით;
- ცვლილებებით, დაუშვებელი ხდება, კენჭისყრის დღეს შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ეს ყველაფერი 2000 ლარიანი ჯარიმით დაისჯება;
იოსელიანის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაც ღია რჩება, ეს საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის დაწევაა, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
დღეს ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები პარლამენტს წარედგინება. ეს იყო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ.
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
კომენტარები