ბილი აილიშს ორლანდო ბლუმმა უთხრა, რომ მისი ფანია, მომღერალმა კი ის ვერ იცნო
გასულ კვირას დოკუმენტური ფილმი Billie Eilish: The World's a Little Blurry გამოვიდა, რომელიც ბილი აილიშის პირველი ალბომის შექმნის პროცესს, კონცერტების ტურს და გრემის დაჯილდოებაზე მოპოვებულ წარმატებას ასახავს.
თუ ამ სტატიას კითხულობთ, ალბათ, იცით, რომ ბილი აილიში თანამედროვე მუსიკის მსოფლიო სენსაციად იქცა. სავარაუდოდ, ისიც უნდა იცოდეთ, თუ ვინ არის ორლანდო ბლუმი, თუმცა აი ბილიმ კი ეს არ იცოდა...
უკვე ხსენებული დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, თუ როგორ ხვდება ბილი აილიში სხვა ცნობილ ადამიანებს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე გამოსვლის შემდეგ. მათ შორისაა კეტი ფერიც, რომელიც ბილის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: "შენი დიდი ფანი ვარ, მაგრამ ჩემი საქმრო... ის მხოლოდ შენს სიმღერებს უსმენს მანქანაში".
ამ დროს ჩნდება ორლანდო ბლუმიც, ადასტურებს, რომ ყველაზე ხშირად Bad Guy-ს უსმენს და ბილი აილიშს ეხუტება, თუმცა, როგორც მერე გაირკვა, თავად მომღერალს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ორლანდო ბლუმი.
მათთან შეხვედრის შემდეგ ბილი აილიშს თავისმა ძმამ, ფინეასმა აუხსნა, რომ ორლანდო ბლუმი "უილ ტერნერია კარიბის ზღვის მეკობრეებიდან".
ბილი აილიშს ამის დაჯერება გაუჭირდა: "წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის იყო. მეგონა, უბრალოდ ვიღაც კაცი იყო, ვისაც კეტი პერი ხვდება", — ამბობს ის ფილმში.
ამის შემდეგ ორლანდო ბლუმთან შეხვედრა ხელახლა მოითხოვა, გაუმხილა, რომ ბავშვობაში სწორედ ის იყო მისი გმირი და ძალიან უყვარდა.
გულთბილი ჩახუტების შემდეგ ბილიმ სიამაყით აღნიშნა: "ახლა უკვე ვიცი, ვინც არის!"
ამ სცენამ უამრავი ადამიანი გაამხიარულა და სოციალურ ქსელებშიც იუმორით გამოეხმაურნენ. მაგალითად, კეტი პერის ფოტომიმი გამოიყენეს შემდეგი წარწერით: "ორლანდო ბლუმი უყურებს ბილი აილიშის დოკუმენტურ ფილმს:"
მოკლედ, ბილი აილიში თავის ფანებს ყოველთვის ახალ მიზეზს აძლევს, რომ მუდამ ძალიან, ძალიან უყვარდეთ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები