რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება გუშინდელ სულისკვეთებას — ელისაშვილი
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქცია ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე იყო. დღევანდელი პიკეტირება პირობის დარღვევად შეაფასეს ქართულ ოცნებაშიც.
"გულისტკივილით ვიტყვი უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან. კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ", — განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს, 2 მარტს ოპოზიციამ პარლამენტთან პიკეტირება მოაწყო. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, ეს არ იყო ბლოკირება.
- ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან 12 საათში ვიხილეთ — ღარიბაშვილი
- ჰალსტუხიანი შეხვედრის შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტთან რუსეთების ძახილით მოვიდა — პაპუაშვილი
- მდინარაძის თქმით, პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციის მხრიდან პირობის დარღვევაა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოფრინდა. პირველ მარტს მან რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის ოპოზიციასთან, პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მიშელი ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს ეწვია.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საერთო პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ორბელიანის სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.
შეხვედრის მიუხედავად ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები