10 კითხვა, რომელიც ფინანსური გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დასვა
ჩვენ არაერთ ფინანსურ სერვისს ვიყენებთ, მათ შორის, ზოგჯერ სხვისი (მაგალითად, კონსულტანტების, კომპეტენტური პირების) დახმარების გარეშეც: ვაგროვებთ დანაზოგს, ვიღებთ სესხს მსხვილი თუ წვრილი შენაძენისთვის, ვრიცხავთ თანხას, ვცვლით ვალუტას და სხვა. თუმცა, რაც უნდა მარტივად გვეჩვენებოდეს ესა თუ ის ფინანსური ოპერაცია, როგორც წესი, ის გარკვეულ პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. საკუთარი ფინანსების მართვა ის საკითხია, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან ერთად უფრო და უფრო მარტივდება.
ჩვენ საფინანსო სექტორის მომხმარებლის უფლებებში ჩავიხედეთ და ის 10 ძირითადი კითხვა შეგიგროვეთ, რომელიც საკუთარ თავს "ასჯერ გაზომვისა და ერთხელ გაჭრის" ფარგლებში უნდა დაუსვათ:
1. ყველა შესაძლო ალტერნატივას გაეცანი?
წარმოიდგინე, რომ ერთ დღესაც ბიზნესის დაწყება გადაწყვიტე, რისთვისაც არცთუ ცოტა ფული გჭირდება. როგორ მოიქცევი? მიხვალ პირველივე ბანკში, რომელიც გზად შეგხვდება და დაუფიქრებლად აიღებ სესხს? ალბათ — არა. სწორედ ამიტომ, სხვა ნებისმიერი ფინანსური პროდუქტითა თუ მომსახურებით სარგებლობისას საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვა:
დარწმუნებული ხარ, რომ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ მსგავს პროდუქტს გაეცანი და ყველა პირობა ერთმანეთს შეადარე? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება უცებ აღმოაჩინო, რომ სხვა ფინანსური დაწესებულება უფრო ხელსაყრელ ვარიანტს გთავაზობს.
თუკი გადაწყვიტე, ვისგან გსურს სერვისის მიღება, კარგი იქნება, თუ თავად სერვისებს შორისაც გააკეთებ არჩევანს. მაგალითად, თუ ფული გჭირდება, საკრედიტო ბარათის აღება სჯობს თუ რომელიმე ტიპის სესხის?
2. დარწმუნებული ხარ, რომ ხელშეკრულება ყურადღებით წაიკითხე?
ვიცით, ვიცით, რომ ხელშეკრულების წაკითხვა სასიამოვნო საქმიანობა არაა. ხელშეკრულების ტექსტის თითოეული აბზაცი ერთმანეთს ჰგავს, ზოგჯერ უცნობი ტერმინებიც გვხვდება და შეიძლება, ბევრმა ციფრმაც თვალები გვატკინოს, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია. მართალია, ინტერნეტში ერთხელ მაინც ყველა დავთანხმებივართ წესებსა და პირობებს მისი სრულად წაკითხვის გარეშე, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასართობი აპლიკაციის დაყენება ნაკლებად საპასუხისმგებლოა ხოლმე.
არასდროს გამოტოვო ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი, დარწმუნდი, რომ ყველა სიტყვას ეთანხმები და არა მხოლოდ პირველ სამს. რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ სესხებისა და დეპოზიტების შემთხვევაში გაქვს უფლება, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მოითხოვო ამ დოკუმენტის ნიმუში.
3. ყველა კითხვა დასვი, რომელიც აღნიშნულ მომსახურებაზე გაგიჩნდა?
ხშირად ბანკში ვიზიტისას გვრჩება განცდა, რომ ჩვენი კითხვებისთვის დრო არაა (რიგს ვაფერხებთ, ჩვენი ვიზიტი ძალიან გაიწელა, ჩვენს კითხვას ნაწილობრივ უპასუხეს, მაგრამ მთლად დამაკმაყოფილებლად — არა, არ გვინდა ზედმეტად სკეპტიკურები გამოვჩნდეთ და ასე შემდეგ), მაგრამ! მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას გაეცნობი, მნიშვნელოვანია, შენს ფინანსურ მრჩეველთან/კონსულტანტთან ყველა დეტალი დაწვრილებით განიხილო. ნუ მოგერიდება. ის კითხვაც კი, რომელიც შეიძლება სულელურად გეჩვენება, აუცილებლად დაუსვამს შენამდე ვინმეს. არ დაგავიწყდეს, რომ შენი უფლებაა, მოითხოვო, აგიხსნან ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებული ყველა პირობა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად გჭირდება.
ასე რომ, თუ ხელშეკრულებაში ბევრი უცხო სიტყვა წერია, ან ციფრების კორიანტელში უბრალოდ ვერ მიხვდი, რა როგორ განაწილდა, აუცილებლად იკითხე. სხვანაირად ვერასდროს გეცოდინება დაზუსტებით, შემთხვევით წამგებიან სიტუაციაში ხომ არ აღმოჩნდი.
4. გაქვს თუ არა გაანალიზებული რისკები?
ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, მცირე, საშუალო ან დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა აწონ-დაწონო, შეძლებ თუ არა ვალდებულებების შესრულებას: მოახერხებ თუ არა მიზნობრიობის და ვადების დაცვას, არის თუ არა შენი შემოსავალი სტაბილური და ა.შ. მთავარი ის არაა, რომ სესხის გამცემი სუბიექტი დაარწმუნო შენს გადახდისუნარიანობაში, შენ თვითონაც უნდა გჯეროდეს ამის.
გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა რისკის გაანალიზებისა და გადაზღვევის შემდეგ მიიღე — წინასწარ გათვალე ყველაზე ცუდი სცენარიც კი. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, შენ გაქვს უფლება, დასვა კითხვები ფინანსურ პროდუქტთან დაკავშირებულ რისკებზე, დააზუსტო, რა მოჰყვება მათ რეალიზებას და რამდენად დაგაზარალებს ეს შედეგები.
5. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ თუ გსმენია რამე?
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი. ეს სამი ჯადოსნური სიტყვა შენი მეგობარი იქნება ფინანსურ ორგანიზაციებთან საუბრისას.
მაგალითად, წარმოიდგინე შემდეგი შემთხვევა: 1000 ლარი ვადიან ანაბარზე ერთი წლით განათავსე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 10%-ია, პროცენტი ირიცხება ყოველთვიურად და დარიცხული თანხა ემატება დეპოზიტის ძირითად თანხას. არ გიწევს რაიმე დამატებითი საკომისიოს გადახდა. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 10.5%-ია, ანუ ვადის ბოლოს იღებ 1104.70 ლარს.
გადაწყვეტილების მიღებამდე დაითვალე შემოთავაზებული სესხების ან დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. ამას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი სპეციალური კალკულატორებით შეძლებ. ასე რისკებს აწონ-დაწონი და სხვადასხვა ბანკის შემოთავაზებას ერთმანეთს შეადარებ.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს.
6. აწონ-დაწონე თუ არა რისკები, როცა გადაწყვიტე, ვინმეს თავდებად დაუდგე?
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტ, რომ მესამე პირს დაუდგე თავდებად, დეტალურად გაეცანი ხელშეკრულებებს, რადგან სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში შენი პასუხისმგებლობის საკითხი და ქონების დაკარგვის რისკი დგება.
7. დარწმუნდი, რომ შენი ფინანსური მონაცემები დაცულია?
პერსონალური ინფორმაციის დაცვა ფინანსების მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. არ დაგავიწყდეს, რომ ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, ან ინტერნეტით ბარათის სარგებლობისას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყო და საბანკო ბარათის მონაცემები მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეიყვანო, რაც უსაფრთხოებაში დარწმუნდები. ასევე:
- ყურადღება მიაქციე ვებგვერდის მისამართს, სადაც ბარათის მონაცემების შეყვანას აპირებ;
- არ გაუზიარო შენი პერსონალური მონაცემები ვინმეს ტელეფონზე ან ელექტრონული ფოსტით;
- როგორი მიმზიდველი შემოთავაზებითაც არ უნდა დაგიკავშირდნენ, გადაამოწმე ინფორმაციის ნამდვილობა იმ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ვისი სახელითაც გირეკავენ ან გწერენ;
- დააყენე ძლიერი პაროლები ინტერნეტ ან მობაილბანკზე.
8. იცი თუ არა, რა უფლებებით სარგებლობ სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას?
სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობისას უფლება გაქვს, მოითხოვო დეტალური ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ასევე, მოითხოვო დოკუმენტების ასლები მაშინაც კი, თუ ხელშეკრულება დისტანციურად დაიდო. გარდა ამისა, შენ გაქვს უფლება, მოითხოვო საკომუნიკაციო საშუალების ცვლილება.
თუ ფიქრობ, რომ კომპანიამ შენი უფლებები დაარღვია, შეგიძლია პრეტენზია დააფიქსირო თავად მზღვეველთან და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში.
9. იცი თუ არა, როგორ დააგროვო თანხა უსაფრთხოდ?
ის სცენარიც განვიხილოთ, რომელშიც ფული გაქვს და გინდა, სარგებელი პროცენტის სახით მიიღო. იცოდი, რომ დეპოზიტის გახსნის უფლება აქვს მხოლოდ კომერციულ ბანკებს და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს?
მნიშვნელოვანია, დარწმუნდე არჩეული ორგანიზაციის სანდოობასა და გადახდისუნარიანობაში. ნუ მოტყუვდები მაღალი პროცენტით დანაზოგზე, რადგან რისკი შეიძლება ბევრად უფრო დიდი იყოს. საკუთარი ფული მხოლოდ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ანდე.
10. ვალუტის გაცვლისას წაიკითხე თუ არა გამოქვეყნებული კურსები?
კონვერტაციის დროს ყურადღება მიაქციე გამოქვეყნებულ კურსებს და იკითხე დამატებით, მომსახურების საკომისიო ხომ არ არის გადასახდელი. მხოლოდ ამის გათვლის შემდეგ გადაცვალე ვალუტა. გახსოვდეს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია ვალუტის კურსის და საკომისიოს შესახებ, ხოლო შენ გაქვს უფლება, მოითხოვო ტრანზაქციის გაუქმება.
იმისთვის, რომ არ დავზარალდეთ თანხის კონვერტაციისას, აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ ჩვენს უფლებებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას.
გახსოვდეს, ფინანსურ ორგანიზაციებთან, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან თუ სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას შენ გაქვს უფლება, მოითხოვო ინფორმაციის სრულყოფილად მიღება სხვადასხვა არხით, დააფიქსირო პრეტენზია ნებისმიერი ფორმით. მაგალითად, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას გაქვს უფლება, მოითხოვო შენი მონაცემების ცვლილება, თუ ის არასწორია.
ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას მომხმარებლების უფლებები. სწორედ ამიტომ, 2011 წელს ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება შეიქმნა.
აღნიშნული განყოფილება უზრუნველყოფს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ძირითადი საბანკო პროდუქტების თუ სერვისების, მათი სარგებლისა და რისკების შესახებ.
შენს, როგორც მომხმარებლის უფლებებში უკეთ გასარკვევად და ფინანსური ცნობიერების ასამაღლებლად კი შეგიძლია, ეროვნული ბანკის ახალ საგანმანათლებლო პლატფორმას — FinEdu.gov.ge-ს ესტუმრო.
საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ამ პლატფორმაზე არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რჩევას, კალკულატორს, პუბლიკაციას, თემატურ სახელმძღვანელოს თუ ბლოგს გვიზიარებს. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, პლატფორმაზე განათავსოს თავისი მოსაზრება ან წაიკითხოს სხვის მიერ გაზიარებული პირადი გამოცდილება.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები