საშიში მომენტი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის — დისკუსია საქართველოზე
საქართველოში განვითარებული და მიმდინარე მოვლენების შესახებ, აშშ-ის დედაქალაქში საჯარო დისკუსიები გრძელდება. ამერიკის ხმის ცნობით, წარმომადგენლობითი იყო დღეს, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული ონლაინ შეხვედრა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ წარმართულ დისკუსიაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტი, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ანალიტიტიკოსები მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან, ასევე თავად ვაშინგტონიდან.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველოს მეგობრებისთვის, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, ნათელი გახდა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საშიში მომენტი იყო.
"ვაშინგტონი სავსეა საქართველოს მეგობრებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე საქართველოს წინააღმდეგია. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის ამერიკელი ოფიციალური პირების, კონგრესმენების, ანალიტიკური წრეების რეაქციის მიზეზი, როდესაც ისინი შეშფოთებას გამოხატავენ. ვფიქრობ, გზავნილები ინტენსიური იყო, როგორც საჯარო, ასევე პრივატული. ჩვენ გვყავს ღირსეული ელჩი, კელი დეგნანი, რომელიც მისიის შესრულების პირველივე დღიდან ჩაერთო მოვლენებში, ხელს უწყობდა ფასილიტაციას, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად. ასე რომ ვფიქრობ, ჩვენი როლი კულისებს მიღმაა, — ვცდილობთ ქართველი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ წინ მიმავალი გზის საერთო წესებზე. ვფიქრობ საქართველოს მეგობრებისთვის ნათელი გახდა, რომ პროცესი, რაც ორი კვირის წინ განვითარებული მოვლენების კულმინაციით დასრულდა, საშიში მომენტი იყო საქართველოს გრძელვადიანი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. სწორედ სულისკვეთებით, ჩვენ საჯაროდ და პირადად მოვუწოდეთ დაუბრუნდნენ დიალოგს. და ვფიქრობ, ეს არის გზავნილი მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, იმის გათვალისინებით, რომ მთავრობას ყოველთვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია - დაიცვას დემოკრატიული ნორმები, ჩაერთოს პასუხისმგებლიან დიალოგში დაძაბულობის დეესკალაციისთის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად", — განაცხადა კენტმა.
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმინტას პავილიონისი მიიჩნევს, რომ ახლა საქართველო ერთგვარი ტესტია, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის. პავილიონისი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ღიად უნდა ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებში. თქვას, რომ დემოკრატია მნიშვნელოვანია. ლიეტუველი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით უნდა ეწვიოს და ეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.
"გაიხსენეთ ბუქარესტის ნატოს სამიტი — ჩვენ შეცდომა დავუშვით. ჩვენ მოვუსმინეთ პუტინს, ზოგიერთ ჩვენს ევროპელს მეგობარს, ვინც დაბლოკა მაპის მიცემა საქართველოსა და უკრაინისთვის. ახლა ჩვენ ყველანი ამის ფასს ვიხდით. მე ყურადღებით ვუსმენდი სახელმწიფო მდივან ბლინკენს, როდესაც ის სენატის საგარეო კომიტეტის მოსემანზე, იცავდა საქართველოსთვის ნატოში წევრობის იდეას. ასე რომ, თუ 12, 13 წლის შემდეგ ვსწავლობთ ჩვენს შეეცდომებზე, მოდით გამოვასწოროთ ისინი.
ვიბრძოლოთ ნატოსა და ევროკავშირის წევრობისთვის. და მეორე გაკვეთილი რაც უნდა ვისწავლოთ ისაა — ვიყოთ უფრო მკაცრები დემოკრატიის კუთხით. ახალმა ადმინისტრაციამ შთააგონა მთელ რეგიონს, რომ დემოკრატია დაბრუნდა საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველო არის ლაკმუსის ქაღალდი თქვენი პოლიტიკისთვის. დროა დიდმა ვაშინგტონმა თქვას — დემოკრატია მნიშვნელოვანია, მოდით ვიყოთ მკაცრი ჩვენი მეგობრების მიმართ, ვინც ახლა მთავრობაშია. ახლა ჯერი სახელმწიფო მდივან ბლინკენზეა, რაც შეიძლება მალე თბილისში გაემგზავროს. ორ კვირაში არის შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ეს მანამდე უნდა მოხდეს", — განაცხადა პავილიონისმა.
ჯორჯ კენტი მიიჩნევს, რომ უახლოს ორ კვირაში, სახელმწიფო მდივინის თბილისში ოფიციალური ვიზიტის მოლოდინი არარეალურია. ის აცხადებს, რომ ამერიკასა და ევროკავშირს, კვლავ აქვს უამრავი შესაძლებლობა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პოზიტიური როლი შეასრულოს — საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატებისა და ელჩების საშუალებით.
"ვფიქრობ უამრავი შესაძლებლობა არსებობს ამერიკისთვის, გააგრძელოს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად მუშაობა. ვფიქრობ მაშინ, როცა ახალი ადმინისტრაციის დროს, ამერიკის გარეთ არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა, არარეალურია მოლოდინი, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, სწრაფი ვიზიტი შედგეს — ვაშინგტონიდან თბილისში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ — ამერიკასა და ევროკავშირს, შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილზე. ჩვენ იქ გვყავს ელჩები, რომლებიც მხარეებს შორის დიალოგის გამარტივებას უწყობენ ხელს", — განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ.
დისკუსიაში მონაწილე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის მიერ "თითქმის ხელოვნურადაა" შექმნილი.
"ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ შთამბეჭდავი პროგრესი გვქონდა, განსაკუთრებით დემოკრატიზაციის მხრივ. ახლა საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა პანდემია. ასევე, თითქმის ხელოვნურად წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც რეალურად ოპოზიცია უძღვება. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, მიუხედავად პანდემიისა, აღსანიშნავია ამ გამოწვევების მიმართ საქართველოს გამძლეობა. საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში, კვლავ მაღალ პოზიციებზე რჩება ინვესტიციების ჩადების კუთხით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოპოზიციამ მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟი დაიწყო და განაგრძობს პროვოკაციებს. ოპოზიციამ უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ NDI-ს გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 70 პროცენტი მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას", — განაცხადა გიორგი ხელაშვილმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ხელაშვილის თქმით, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, მიმდინარე მოვლენები რუსეთისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთ აზრზე იყვნენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებით სარგებელს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იღებს, პოლიტიკური კრიზისი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
"კრიზისი ნამდვილად არ შექმნილა გუშინ ან გუშინწინ. ის ბევრად უფრო ადრე დაიწყო, 2019 წლის ივნისში, როცა ქართული ოცნების მთავრობამ რუსი კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში მიიწვია. მე წარმოვადგენ პარტიას, რომლის თავმჯადომარეც, ნიკა მელია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დააკავა ბრალდების საფუძველზე, რომელიც 20 ივნისის დემონსტრაციას უკავშირდება. ქართული ოცნების მთავრობამ არ შეასრულა საერთაშორისო და ქართული საზოგადოებისთვის მიცემული პირობა, სრულად პროპორციულ საარცევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე. არ შესრულდა რვა მარტის შეთანხმება, რადგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამ შეთანხმების ნაწილი იყო, დამოუკიდებელი ტელევიზიის დამფუძნებელი კი კვლავ ციხეშია. სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია კრიზისი და ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი", — აცხადებს სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, თავად ბოიკოტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. სამადაშვილი განმარტავს, რომ სკეპტიციზმის მიზეზი, ოპოზიციის შესაძლო დაზიანება იყო და არა ის, რომ ეჭვი ეპარებოდა ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაში.
"მაგრამ, ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა, ვფიქრობ ყველა დაარწმუნა, რომ ბოიკოტი სწორი ნაბიჯი იყო", — აცხადებს სამადაშვილი.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები