ამერიკულ ტელეარხ Fox-ზე საკულტო ანიმაციური სერიალი სიმპსონები 33-ე და 34-ე სეზონებით განახლდება. ახალ სერიებს შოუს ფანები 2023 წლამდე უნდა ელოდონ.

ახალი სეზონებით სიმპსონები რეკორდული რაოდენობის ეპიზოდს გამოუშვებენ, ჯამში — 757-ს. მე-700 ეპიზოდი, Manger Things ტელეარხზე 21 მარტს გამოდის.

"ყველას გვიხარია ეს ამბავი! ახალ სეზონში ჰომერს თმა გასცვივდება, მილჰაუსი კონტაქტურ ლინზებს ჩაისვამს, ხოლო ბარტი 33-ედ იზეიმებს თავის 10 წლის იუბილეს", — ამბობს შოუს ერთ-ერთი შემქმნელი მეტ გრენინგი.

ტელევიზიის ისტორიაში სიმსპონები ყველაზე ხანგრძლივი სერიალია, მას მოსდევს Gunsmoke ჯამში 29 სეზონით. 2000 წელს სიმპსონებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. შოუს ჯამში 34 ემი აქვს მოგებული.