მესტიაში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, მესტიაში თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ.
"მესტიის მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ფინანსური სუბსიდია მიიღო, რომლის ჯამური ოდენობაც 769,729 ლარია. სუბსიდირებული კომპანიების ნაწილი და მათი მფლობელები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობენ, მათ მიერ მიღებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 300,856 ლარი შეადგინა", — წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, საუბარია 4 შპს-ზე, ესენია: სეტი, სასტუმრო უშბა, სანსეტი და ნიმერია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს სეტმა 2019-2020 წლებში 114,782 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
"ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ კვლევა 2020 წლის ივლისში გამოაქვეყნა — ვიქტორ ჯაფარიძის შვილის ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა შპს ექსპერტ ჰაუსი და TOB ქონსთრაქშენი 2018-2020 წლებში 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 8 ტენდერი მოიგეს. ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას — ქართული ოცნებას 2012 წლიდან დღემდე 410,000 ლარი შეწირეს", — ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება შპს სასტუმრო უშბას, TI-ს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში სუბსიდიის სახით 2019 წლის მაისში 58,905 ლარი მიიღო.
"შპს სასტუმრო უშბა 2019 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. მისი დირექტორი მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის და, თეა ჟორჟოლიანია, შპს-ს 100% წილის მფლობელი კი თეა ჟორჟოლიანის ქმარი ოლეგ კახიანი. შპს სასტუმრო უშბამ სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში სუბსიდიის სახით 2019 წლის მაისში 58,905 ლარი მიიღო", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს სანსეტმა სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში 2019 წელს ორჯერ მიიღო სუბსიდია, ჯამში 121,143 ლარის ოდენობით.
"შპს სანსეტი 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი ქრისდინე ნაკანია, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ ნაკანის შვილია", — წერია ორგანიზაციის დასკვნაში.
ხოლო შპს ნიმერიამ, TI-ს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული.
"შპს “ნიმერია 2018 წლის 11 ნოემბერს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მესტიის მერის პირველი მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილი ლელა ჯაფარიძეა. შპს ნიმერიასთან სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული. 2018 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებით ნიმერიამ 61,531 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღო. 2020 წლის კონტრაქტით გასაცემი სუბსიდიის ოდენობა უცნობია, რადგანაც როგორც აწარმოე საქართველოში განგვიმარტეს, თანხის მოცულობა გადარიცხვის შემდეგ გასაჯაროვდება", — წერია დასკვნაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს შეფასებით, თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების ჩართულობა, ერთის მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებში, მეორეს მხრივ კი სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები