სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის ბავშვი და ახალშობილი ჩვენს სერვისში არიან ჩართული — სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

ფოტო: crimlawcanada.com
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 13 წლის ბავშვი და მისი შვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში არიან ჩართული და იმყოფებიან თავშესაფარში. მათივე განცხადებით, საქმეში ჩაერთო, ასევე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.
სააგენტოში განმარტავენ, რომ სერვისი გულისხმობს 24-საათიან მომსახურებას, ღამისთევას, კვებას, დღის სერვისს, ფსიქოლოგის მომსახურებასა და სამედიცინო სერვისს.
სააგენტოს ცნობით, 12 წლის ბავშვზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში შეტყობინება გასულ წელს შევიდა.
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგოზე კაცმა სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც მოზარდი დაორსულდა და იმშობიარა. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები