ვეცდებით ყველა დავარწმუნოთ, რომ ნამახვანი და მსგავსი ჰესები უნდა აშენდეს — თურნავა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველანაირად ეცდებიან, ყველა დაინტერესებული პირი ნამახვანჰესისა და მისი აშენების მნიშვნელობაში დაარწმუნონ.
"ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერმინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით", — განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ის, ისევე როგორც ლევან დავითაშვილი მზად არის, "რიონის მცველებს", როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, მათთვის მისაღებ ფორმატში საჯაროდ შეხვდეს.
"იმედი გვაქვს, ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს", — განაცხადა თურნავამ ცაგერში ნამახვანჰესის პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ხალხთან, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება.
"ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან რიონის მცველები, ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა", — თქვა მინისტრმა.
ნამახვანჰესის პროექტზე ცაგერში მოსახლეობისა და მინისტრების საჯარო შეხვედრა მიმდინარეობს.
პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება გუშინ, 4 მარტს დაავალა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ღარიბაშვილმა თქვა, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან როგორც ადგილობრივები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები