ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა
ტერაბანკი ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა და ამ თარიღისადმი მიძღვნილ გენდერულ კვირეულს სხვადასხვა ინიციატივით გამოეხმაურა.
კერძოდ, კვირეულის ფარგლებში, ტერაბანკმა საკუთარი საკომუნიკაციო არხებით საზოგადოებას ის მეწარმე ქალები გააცნო, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიზნესს უძღვებიან. 5 მარტს კი ტერაბანკის ორგანიზებით, იმ ქალებისთვის, რომლებიც აგროტურიზმის მიმართულებით საქმიანობენ, სფეროს განვითარების პერსპექტივების შესახებ ვებინარი ჩატარდა. ვებინარს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე უძღვებოდა.
ტერაბანკმა ქალთა გაძლიერების მიმართულებით პირველი ნაბიჯები 2019 წელს გადადგა და ქალები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ, ბრენდინგის მომსახურებით დაასაჩუქრა. იმავე წლის ბოლოს ბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიც გახდა და მეწარმე ქალების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და განვითარება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცია.
განსაკუთრებული აქტუალურობა ქალების მხარდაჭერამ პანდემიის პერიოდში შეიძინა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა ბიზნესკლიენტების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც პანდემიის პასუხად განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი ქალებზე გააკეთა. იმ 50 ბიზნესკლიენტს შორის, რომლებიც ტერაბანკმა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებებით დაასაჩუქრა, 42% ქალი იყო. პროექტი მათ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევასა და იმ ზიანის შემსუბუქებაში დაეხმარა, რომელიც COVID-19-მა მცირე და საშუალო ბიზნესს მიაყენა.
"წელს ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა: ქალთა ლიდერობა: თანასწორი მომავლის მიღწევა COVID-19-ის სამყაროში. ეს ხაზგასმა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ქალებს პანდემიის პერიოდში თუ ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში შეაქვთ. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ეკონომიკის გაძლიერებისკენ უმოკლეს გზას ნიშნავს“, — აღნიშნავენ ტერაბანკში.
ტერაბანკი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ სამომავლოდაც გეგმავს.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები