დისნეის 8 ბოროტმოქმედი, რომელიც საკუთარ ფილმს იმსახურებს
დისნეის ჯადოსნური სამყარო საინტერესო და სახასიათო მთავარი გმირებით გამოირჩევა, რომელთაც მთელი ფილმის განმავლობაში ვგულშემატკივრობთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისნეი ბოროტმოქმედების შექმნასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და იმდენად საინტერესო ანტიგმირებს ქმნის, რომ მათ გასაცნობად დამოუკიდებელი ფილმებია საჭირო. ამ სტატიაში სწორედ ასეთ 8 ბოროტმოქმედს გაგაცნობთ.
1. იზმა — იმპერატორის ახალი თავგადასავალი
იზმა იმპერატორი კუსკოს მრჩეველია, რომელსაც იმპერატორის თავიდან მოშორება აქვს გადაწყვეტილი. იზმას სახასიათო გარეგნობასა და საუბრის მანერასთან ერთად, ტახტის ხელში ჩასაგდებად საჭირო უამრავი ხრიკი აქვს. როგორ გახდა იმპერატორის მრჩეველი? როგორ მოაწყო ასეთი საოცარი საიდუმლო ლაბორატორია? როგორ გაიცნო მისი თანაშემწე კრონკი? — ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ნამდვილად ახალი ფილმია საჭირო.
2. ჰადესი — ჰერკულესი
უამრავ ადამიანს ჰადესი ჰერკულესზე მეტად უყვარს და ეს გასაკვირი სულაც არაა: რთულია ერთდროულად სასაცილო, საშიში და გონებამახვილი ჰადესითა და მისი დასამახსოვრებელი ფრაზებით არ მოიხიბლო. რას საქმიანობს მიწისქვეშეთში? როგორ გაჰყავს ერთფეროვანი ყოველდღიურობა? მეტი ინფორმაცია გვჭირდება!
3. ჯაფარი — ალადინი
სულთანის პირადი მრჩევლის, გაქნილი და ჭკვიანი ჯაფარის შესახებ კიდევ უფრო მეტს, ალბათ, ყველა დიდი სიამოვნებით გავიგებდით. განსაკუთრებით საინტერესო მისი ძალებია, რომელთა სიღრმისეულ გამოკვლევას ცალკე ფილმი აუცილებლად სჭირდება.
4. სინდრომი — სუპერ ოჯახი
სუპერგმირების გულშემატკივრობიდან ბოროტმოქმედობაბმდე — სინდრომი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბოროტმოქმედია. მას ზებუნებრივი ძალები არ აქვს, თუმცა გამომგონებელია. მან სუპერგმირების გასანადგურებლად და ჩასანაცვლებლად უამრავი იარაღი შექმნა, რათა ახალ სამყაროში ისინი გამორჩეულები ვეღარ ყოფილიყვნენ. სუპერ ოჯახი მისი განვლილი გზის საჩვენებლად საკმარისი ნამდვილად არაა.
5. ურსულა — პატარა ქალთევზა
ეს ექსცენტრიკული ბოროტმოქმედი ოდესღაც სასახლეში ცხოვრობდა, ახლა კი სხვებთან მაგიური კონტრაქტების გაფორმებითაა დაკავებული. რატომ გამოაგდეს სასახლიდან? იქნებ, თავიდან ქალთევზა იყო? მისი საინტერესო პიროვნების ირგვლივ დაგროვებულ კითხვებს პასუხი ფილმმა უნდა გასცეს.
6. კაპიტანი კაუჭა — პიტერ პენი
რატომ სძულს პიტერ პენი ასე ძალიან? როგორ აღმოჩნდა ნევერლენდში? ზუსტად როგორ დაკარგა ხელი? — ამ კითხვებზე პასუხი დისნეის ახალ ანიმაციას მოითხოვს, რომელიც უშუალოდ კაპიტან კაუჭაზე მოგვიყვება.
7. ფასილიერი — პრინცესა და ბაყაყი
ვუდუ, შავი მაგია, მომავლის წინასწარმეტყველება, ჯადოები და საშიში ჩრდილი — პრინცესა და ბაყაყის მთავარ ბოროტმოქმედს იმდენი საინტერესო უნარი აქვს, რომ მის გასაცნობად მხოლოდ ერთი ფილმი საკმარისი არაა. ეს ექსცენტრიკული, გაქნილი და ჭკვიანი პერსონაჟი საკუთარ ფილმს ნამდვილად იმსახურებს.
8. სკარი — მეფე ლომი
ამ სიის დასრულება სკარის გარეშე შეუძლებელია. საინტერესოა, როგორი იყო სკარისა და მუფასას ბავშვობა და რატომაა სკარი ძმისგან რადიკალურად განსხვავებული?
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები