რატომ გვჭირდება ვიტამინები და რას იწვევს მათი დეფიციტი?
შეგიმჩნევიათ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი იჩენს თავს? ეს შესაძლოა იყოს უხასიათობა, საერთო სისუსტე, კანის გამოშრობა, თმის ცვენა და სხვა. რა იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს და რისი თქმა სურს ორგანიზმს ჩვენთვის?!
ზამთრის ცივი დღეები, მზის სხივების ნაკლებობა, მაკრონუტრიენტებით ღარიბი ხილ-ბოსტნეულით დაკომპლექტებული რაციონი და მკაცრი კლიმატური პირობები ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ხშირად ვითარდება ვიტამინების დეფიციტი — ჰიპოვიტამინოზი. არსებობს დეფიციტის კიდევ უფრო მწვავე ფორმა — ავიტამინოზი, რომელიც ერთი ან რამდენიმე ვიტამინის პრაქტიკულად არ არსებობას ნიშნავს. ის, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
რას იწვევს ვიტამინების ნაკლებობა?
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. რა თქმა უნდა, დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ წელიწადის კონკრეტულ დროს, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებისას:
- სხვადასხვა რესპირატორული ინფექციების გადატანის შემდგომ
- რიგი დაავადებებისას
- ვიტამინების მოთხოვნის გაზრდისას (ორსულობა, ზრდის პერიოდი)
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ
- დიეტის ან დაუბალანსებელი საკვები რაციონის დროს
- ნაწლავის ნორმალური ფუნქციის, შეწოვადობის დაქვეითებისას
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვიტამინის დეფიციტს ეხება საქმე, თუმცა ზოგადი მახასიათებლები შემდეგია:
- საერთო სისუსტე
- უენერგიობა
- დაქვეითებული მადა და მეხსიერება
- ფრჩხილების სისუსტე და მტვრევადობა
- თმის ცვენა
- კანის სხვადასხვა ტიპის პათოლოგია
რა ფუნქციას ასრულებს ვიტამინები?
პაციენტის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ვიტამინების დეფიციტისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მზის სხივების ნაკლებობის გამო განვითარებული D ვიტამინის დეფიციტი მეტად ყურადსაღებია ბავშვებში და მოზარდებში, რადგან ამ ვიტამინის მთავარი დანიშნულება ამ ასაკში ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარებაა.
B ჯგუფის ვიტამინების როლი განსაკუთრებით დიდია უჯრედთა მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციაში. მისი ნაკლებობისას ხშირია სებორეული დერმატიტი, თმის ცვენა, ალოპეცია, გაჭაღარავება, კუნთების ტკივილი, სტომატიტი, გაღიზიანებადობა, B7 - ბიოტინის ნაკლებობა იწვევს თმის, ფრჩხილის და კანის სხვადასხვა პათოლოგიას.
C ვიტამინი — აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას ორგანიზმში, შესაბამისად მისი უკმარისობისას ქვეითდება იმუნიტეტი, ხშირია ღრძილებიდან სისხლდენა, იკლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარი, სუსტდება კბილის მინანქარი.
A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია. ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი ჯანმრთელი მხედველობისა და ბავშვების ზრდა-განვითარებისთვის. მისი დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს "ქათმის სიბრმავე", როდესაც ადამიანი ვერ ხედავს ცუდი განათებისას. ასევე გამოხატულია ფერიმჭამელები, ზიანდება თმის სტრუქტურა.
E ვიტამინი იცავს ადამიანს გულის და ნერვული დაავადებებისგან, რადგან აფართოებს სისხლძარღვებს და აფერხებს თრომბის გაჩენის პროცესს. მისი ნაკლებობა ნერვული სისტემის სხვადასხვა პათოლოგიას, კარდიოვასკულარული დაავადების რისკს და ანთებითი პროცესების განვითარების საფრთხეს ზრდის.
ასეთი მწვავე სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობის გართულებულ ფორმებს. დროული კვლევებით და შესაბამისი მკურნალობით შესაძლებელია დეფიციტის შევსება და მსგავსი პათოლოგიური პროცესების თავიდან აცილება. აუცილებელ ზოგად რეკომენდაციებში შედის:
- ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება
- აღნიშნული საკვების სწორად მომზადება (არა გაყინვა-გალღობა, არა კონსერვირება)
- სუფთა ჰაერზე მეტი სეირნობა
- აქტიური ცხოვრების წესი.
სამედიცინო ცენტრი ციტო გთავაზობთ ორგანიზმში სხვადასხვა ვიტამინის დონის შესამოწმებლად კვლევების ფართო სპექტრს და კვალიფიციური თერაპევტის კონსულტაციას.
აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები