პრეზიდენტმა 8 მარტს თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე 8 ქალი დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარების საქმეში.
"ჩვენს ქვეყანაში ქალების როლი განსაკუთრებულია და ეს ისტორიიდან მოგვყვება, როგორც ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი. ის თანასწორობა, რომელზეც დღეს ბევრს საუბრობენ და რომელიც ბევრი ქვეყნისთვის მიზანს წარმოადგენს, ჩვენთან მოცემულობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუნდაც იმ საკითხებში, რომელიც ხელფასების გათანაბრების საკითხსა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას ეხება", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორდენით დაჯილდოვდნენ:
- ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) — ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
- საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი — ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
- ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე — ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
- მსახიობი ნათელა მაჭავარიანი — ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის;
- ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი — ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;
- რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე — ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.;
- ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი — ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის;
- ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია — ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
კომენტარები