"მოქალაქეები" ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან
პარტია მოქალაქეები ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.
"პარლამენტს აქვს რეალურად ბერკეტი, დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც არის ამ ჩანაწერებში მონაწილე. დაიბაროს, მათ შორის, ის ჟურნალისტები, ის ადამიანები, ვისზეც, სავარაუდოდ, განხორციელდა ზეწოლა და მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინოთ როდის მოხდა, როგორ მოხდა, რა მოხდა", — აცხადებს იოსელიანი.
ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ შინაარსზე და ჩანაწერის ავთენტურობაზე არ დაიწყო გამოძიება, ის იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.
"პირველი, რაზეც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, წესით, ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, არის ის, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, როდის არის გაკეთებული და ჩანაწერის მონაწილე პირები, ბატონი ღარიბაშვილი და ბატონი ჩუბინიძე იმ დროს, როდესაც საუბრობდნენ, იკავებდნენ თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები და რახან ამაზე, ანუ შინაარსზე და ჩანაწერის ავთენტურობაზე არ დაიწყო გამოძიება, გასაგებია, რომ ეს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული, წყალ-წყალა გამოძიება. ანუ ისეთი, როგორ გამოძიებასაც პროკურატურა ატარებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები, რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა და იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა", — ამობს ელისაშვილი.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები