10 რამ, რაც ნაცნობი იქნება, თუ კლასის "ხუთოსანი" იყავი
"შკოლნიკი", "ხუთოსანი", "წიგნის ჭია" — ეს იმ მეტსახელების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც კლასში ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ადამიანებს ამკობენ. თუ ეს ადამიანი შენ ხარ, ალბათ, მეტსახელებთან ერთად სწავლისადმი შენი დამოკიდებულების შესახებ ბევრი ფრაზა თუ მოსაზრება გაგიგია. მათი ნაწილი მართალია, ნაწილი კი — ტყუილი, თუმცა ეს აბა ვის ესმის?!
ამ სტატიაში 10 მოსაზრებას, ფრაზას თუ დამოკიდებულებას მოვუყარეთ თავი, რომელიც, დიდი ალბათობით, საკლასო ოთახში ერთგული მეგობარივით დაგყვებოდა:
1. ყველას ეგონა, მთელ დღეს მეცადინეობაში ატარებდი
სინამდვილეში, გაკვეთილებს ყურადღებით უსმენდი, სახლში საშინაო დავალების მომზადებას რამდენიმე საათს უთმობდი და ცხოვრებას სხვა მოკვდავებივით აგრძელებდი.
2. და სწავლის გარდა, ინტერესები არ გქონდა
მეცადინეობას ჰობებს, სხვადასხვა წრეებზე სიარულსა და მეგობრებთან ერთად გართობას მშვენივრად უთავსებდი. სწავლის გარდა, ძალიან ბევრი ინტერესი გქონდა, მაგრამ როცა ამის შესახებ ამბობდი, ყველა გპასუხობდა: "მეგონა, მარტო სწავლა გაინტერესებს."
3. საკონტროლოს წინ კლასში ყველაზე პოპულარული ადამიანი ხდებოდი
მოულოდნელად ყველას მოსწონს შენი ვარცხნილობა, შენს ხუმრობებზე იცინიან და შენ გვერდით დაჯდომა დასწრებაზეა. აბა, გამოიცანი, დღეს რა დღეა?!
4. თუმცა ხანდახან ბრძოლაში მასწავლებელი იმარჯვებდა და წინა მერხთან გსვამდა
და კლასს ერთობლივი გმინვა აღმოხდებოდა!
5. ხანდახან ამდენ გადაწერაში შენი რვეული გარბოდა
საშინაო დავალების ჩაბარების წინ თუ საკონტროლოს დროს შენი რვეული რიგებსა და მერხებს შორის მოგზაურობდა, ბოლოს კი კლასელებისგან შეშინებული თავს გაქცევით შველოდა.
6. დავალებების ჩასანიშნად ყველა შენ გირეკავდა ან გწერდა
შენი მობილურისა თუ სახლის ტელეფონის რეკვის სიხშირე იმ კლასელების რიცხვის პროპორციულად იზრდებოდა, რომლებმაც იმ დღეს სკოლა გააცდინეს.
7. როდესაც მასწავლებელი რთულ კითხვას სვამდა, ყველა შენ შემოგყურებდა
და როდესაც არასწორად პასუხობდი, ყველა გაოგნებული იყო. რატომღაც მთელი კლასი თვლიდა, რომ ყველაფერი იცოდი.
8. მასწავლებელებს მაგალითად ხშირად მოჰყავდი
თითქოს კარგ ნიშნებზე მნიშვნელოვანი ქვეყნად არაფერი ყოფილიყოს. ხანდახან ამ მიზეზით რაღაცებს სპეციალურად აშავებდი, მაგრამ ყველა გპატიობდა და უარესად ბრაზდებოდი.
9. "შენ რა გენაღვლება"
ეს ფრაზა მშობელთა კრების წინ ყველაზე ხშირად გესმოდა. რა მენაღვლება და ბევრი რამე! თითქოს კარგ ნიშნებს გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარება, ან მსოფლიო მშვიდობის დამყარება შეეძლო.
10. ყველა პრეზიდენტობას გიწინასწარმეტყველებდა
ნუ პრემიერ-მინისტრობას, ექიმობას, იურისტობას თუ სხვა პოპულარული პროფესიის დაპყრობას ხომ მაინც გიწინასწარმეტყველებდნენ? და თუ მათ იმედებს არ გაამართლებდი, აბა რისთვის გინდოდა ის კარგი ნიშნები?!
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები