Facebook ისევ იცვლება: რა უნდა გააკეთოთ, თუ კვლავ გსურთ სიახლეების მიღება
გასულ ოთხშაბათს Facebook-მა გამოაცხადა, რომ სიახლეების ზოლის (News Feed) ცვლილებას გეგმავს. საუბარია სოციალური ქსელის ე.წ. "მთავარ გვერდზე", სადაც თქვენი მეგობრების და მოწონებული გვერდების ბოლო განახლებებს ხედავთ.
კომპანიის განცხადებით, სისტემა ამიერიდან შეეცდება, ამ ზოლში გაჩვენოთ უფრო მეტი პოსტი თქვენი ოჯახის წევრების და მეგობრებისგან. ეს კი, დიდი შანსით ნიშნავს იმას, რომ ამ ცვლილების შემდეგ, ნაკლებად შეგხვდებათ ბმულები, სტატიები და ფოტოები იმ მედია-საშუალებებისგან, რომლებსაც აქამდე ფეისბუქით ადევნებდით თვალს.
ფეისბუქის თქმით, ეს გადაწყვეტილება გამოკითხვის შედეგად მიიღეს, სადაც აღმოჩნდა, რომ მომხმარებლებს უფრო მეტი პოსტის ნახვა სურდათ მეგობრებისგან, ვიდრე - კომპანიებისგან.
თუმცა, ბევრი მომხმარებელი ფეისბუქს სწორედ ახალი ამბების და საინტერესო სტატიების სანახავად იყენებს. და ეს მათ სულაც არ უშლის ხელს მეგობრების ამბების ნახვაში. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ და გსურთ, კვლავ გარანტირებულად მიიღოთ სიახლეების ზოლში ახალი ამბები On.ge-სგან, მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას:
1. გადადით ამ ბმულზე და დარწმუნდით, რომ ჩვენი გვერდი მოწონებული გაქვთ
იმისთვის, რომ ფეისბუქის მთავარ გვერდზე ჩვენი სიახლეები მიიღოთ, პირველ რიგში, საჭიროა მოიწონოთ (Like) ჩვენი გვერდი. თუ მოწონების ღილაკი ლურჯად ანთია, გადადით მეორე ნაბიჯზე. (სურათის ინგლისური ვერსიის სანახავად, დააკლიკეთ მასზე).
2. ჩამოშალეთ "მომწონს" ღილაკის მენიუ
უბრალოდ მიიტანეთ მაუსი ლურჯად ანთებულ ღილაკთან "მოწონებულია" და გამოჩნდება მენიუ დამატებითი პარამეტრებით.
3. მონიშნეთ "იხილეთ პირველ რიგში"
ჩამოშლილ მენიუში იქნება პარამეტრი "თქვენს სიახლეების ველში", სადაც უნდა აირჩიოთ "იხილეთ პირველ რიგში". (აქაც, ინგლისური ვერსიის სანახავად, დააწკაპუნეთ ამ სურათზე)
სულ ეს არის. ამიერიდან, ფეისბუქზე შესვლისას აუცილებლად დაინახავთ On.ge-ს იმ სიახლეებს, რომელიც თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ბმულებით "დაიბომბებით". ფეისბუქის ალგორითმი ყველა მომხმარებლის ქცევას აკვირდება და ცდილობს, სიახლეები გაჩვენოთ მხოლოდ იმ თემებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად ეცნობით და გაინტერესებთ.
ამ მარტივი პროცედურის გავლა საჭირო იქნება ყველა იმ მედიის ან კომპანიის გვერდზე, რომლის სიახლეებიც გსურთ, რომ აუცილებლად იხილოთ თქვენს ფეისბუქში. მაგალითად, თუ მხოლოდ პოლიტიკა არ გაინტერესებთ და მეცნიერების ან გართობის მოყვარულიც ხართ, აუცილებლად მონიშნეთ იგივე პარამეტრი ჩვენი მთავარი გასართობი გვერდზეც.
ფეისბუქის ეს განახლება ცხადია არ გულისხმობს, რომ სიახლეები თქვენს მიერ მოწონებული მედია-გვერდებიდან საერთოდ აღარ შეგხვდებათ. მაგრამ კომპანიის განცხადებით, პრიორიტეტი მეგობრების ფოტოებს და ამბებს მიენიჭება. ასე რომ, ინფორმაციულ ვაკუუმში მოხვედრისგან თავის დაზღვევის მიზნით, მონიშნეთ ეს პარამეტრი თქვენთვის საინტერესო ყველა გვერდზე. თქვენი მეგობრები კი, სელფებს ისედაც არ გამოგაპარებენ.
-
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვაცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას ცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვაFreedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
კომენტარები