ბერას ჩანაწერების განხილვის დროსაც სუბარმა ყოფილ ხელისუფლებაზე ისაუბრა
ბერას ჩანაწერების განხილვის დროსაც ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ყოფილ ხელისუფლებაზე ისაუბრა. მან გაიხსენა მათი მმართველობის პერიოდი და გავრცელებულ ჩანაწერებს შეადარა, რა არის "ადამიანურობა და არაადამიანურობა".
"მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზე და არა მხოლოდ გუშინდელზე. უბრალოდ ვიტყვი რა არის განსხვავება ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის. არაადამიანურობა, არაცივილიზებულობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის სპეცრაზმს და სასიკვდილოდ იყენებენ საქართველოს პარლამენტის წევრს; არაადამიანურობა არის, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ კუდი-ს მაღალჩინოსნებს, იტაცებენ, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აჰყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს;
არადამიანურობა არის, როდესაც ამის შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, ერთად აყალბებენ ამ საქმეს; არაადამიაუნრობაა, როცა ამის შემდეგ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი და აცხადებს, რომ თითქოს კი არ მოხდა ამ ადამიანის მოტაცება და წამება, არამედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ანგარიშსწორება. ეს არის სიცრუის მანქანის მოქმედება და არაადამიანურობა", — თქვა მან.
სუბარის თქმით, სამაგიეროდ "ადამიანურობაა", როცა "ბულინგის, შეტევის, მუქარის" შემდეგ ერთი ადამიანი, კერძოდ, ანზორ ჩუბინიძე მიდის ბავშვებთან და ეუბნება — "რად გინდა ასეთ რამეს რომ აკეთებ".
"ადამიანურობა იცით რა არის? როცა ახალგაზრდაზე, თინეიჯერზე და მის მეგობრებზე, ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის ბავშვები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგის შეტევა, მუქარა ხდება. ხდება არა მხოლოდ უცენზური სიტყვებით, არამედ წარმოუდგენელი, თქვენთან ვერც გავიმეორებ, რა ინფორმაციაც მაქვს და რა ხდებოდა. ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში, მშობლების, მეზობლების თანდასწრებით ბავშვს ეუბნება, რომ ამ მუქარის უკან რამე ხო არ დგას, რამეს ხო არ აპირებს? ის ეუბნება, რომ არაფერს, მაშინ რად გინდა ესეთ რამეს რომ აკეთებ? წავიდეთ, სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან და ნორმალურ კალაპოტში ჩადგები. აი ეს არის ადამიანურობა და განსხვავება ორ სამყაროს შორის", — ამტკიცებს სოზარ სუბარი.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერების შემდეგ, ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები