გრეის ანატომია, შესაძლოა, მე-17 სეზონით დასრულდეს

ფოტო: ABC
ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამედიცინო სერიალის მომავალი ჰაერშია გამოკიდული. გრეის ანატომიის მე-17 სეზონში კორონავირუსის პანდემიაა ასახული და სეზონის მხოლოდ 1/3, ანუ 6 სერიაა გამოსული.
შოუს თანაავტორი, კრისტა ვერნოფი, ამბობს, რომ სერიალი შესაძლოა დასრულდეს, რადგან მე-18 სეზონზე შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს.
"ვგეგმავ და ვმუშაობ სეზონის ფინალზე და ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ ეს სეზონის კი არა, შესაძლოა სერიალის დასასრულიც აღმოჩნდეს", — უთხრა ვერნოფმა The Hollywood Reporter-ს.
მსგავსი განცხადება გვახსოვს სერიალის პროდიუსერისა და მერედიტ გრეის როლის შემსრულებლისგან, ელენ პომპეოსგანაც.
"ჯერ კიდევ არაფერი გადაგვიწყვეტია, განხილვის პროცესში ვართ", — თქვა მან თებერვლის ბოლოს.
დასასრულს უახლოვდება პომპეოს რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი ABC-სთანაც, რომელიც მე-16 და მე-17 სეზონებს გულისხმობდა. მსახიობთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. სეზონის გაგრძელებაზე ტელევიზიასთან მუშაობს ვერნოფიც.
გრეის ანატომიის ბოლო სეზონის მე-7 ეპიზოდი ამერიკულ ტელეარხ ABC-ზე დღეს, 11 მარტს გამოდის. სეზონი 3 ნაწილადაა დაყოფილი და მასში ჯამში 18 სერია იქნება. პირველი სეზონის შემდეგ, ეს ყველაზე მოკლე სეზონია შოუს ისტორიაში.
11 მარტს გამოდის შოუს სპინოფის, Station 19-ის ახალი სერიაც, რომელშიც შონდალენდის ორი სერიალის ქროსოვერი გველოდება. Station 19 მეხანძრეებზე გადაღებული შოუა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად მირანდა ბეილის ქმარი, ბენ უორერნი გვევლინება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები