ყოფილი მაღალჩინოსანის მტკიცებით, იგეგმება TV პირველის ჟურნალისტების ლიკვიდაცია, დაწყებულია გამოძიება
ყოფილი მაღალჩინოსანის, ლევან მამალაძის განცხადებაზე ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მამალაძემ იმედის ეთერში აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გეგმავს TV პირველის ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას. გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
ნოდარ მელაძის განცხადებით, გამოძიებამ მათ მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასმა შესთავაზა. თუმცა, მისი თქმით, როცა უწყებას ჰკითხეს აპირებდნენ, თუ არა მათ დაკითხვას, რადგან აქვთ მოსაყოლი მმართველი პარტიის მხრიდან მუქარების შესახებ, პასუხად უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მათი გამოკითხვის საჭიროებას ვერ ხედავნ.
"დღეს დამიკავშირდნენ მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ თუ პოტენციურად ადამიანები სამთავრობო მედიის ეთერში ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ იგეგმება ჩემი და ჩემი კოლეგის ლიკვიდაცია, მაშინ სად არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. გვითხრეს, რომ დაწყებული არის გამოძიება ჩემი და მაკა ჩიხლაძის სავარაუდო სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით და ამ გამოძიების ფარგლებში მზად არიან, რომ ჩაგვსვან მოწმეთა დაცვის პროგრამაში და შემოგვთავაზონ სახელმწიფო დაცვა", — განაცხადა მელაძემ.
გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის მიღებამდე მელაძემ აღნიშნა, რომ ჩნდება ეჭვი,რომ ხელისუფლებას თავად აქვს დაგეგმილი ანგარიშსწორება და ცილობს, ეს სხვას დააბრალოს. მისი თქმით, მსგავსი ინტერვიუები სამთავრობო მედიაში შემთხვევით არ ხდება.
"ჩვენი აზრით, სრულიად შემთხვევითი არ არის, როდესაც სამთავრობო მედიამ დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ იგეგმება გამომიძებელი ჟურნალისტების, მათ შორის, ჩემი მკვლელობა და თუ ამას განახორციელებს ვინმე, ეს არის ოპოზიციის დაგეგმილი. ასეთი ახალი ამბები და ვრცელი ინტერვიუები სამთავრობო მედიის ეთერში და მათ მიერ კონტროლირებად პრესაში შემთხვევით, რა თქმა უნდა, არ ჩნდება", — აღნიშნა მან.
ყოფილი დეპუტატი და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელი ქვემო ქართლის რწმუნებული, ლევან მამალაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და [მაკა] ჩიხლაძის მკვლელობა იგეგმება. იმედთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ დანაშაულს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ და ეს ინფორმაცია უკრაინული წყაროებისგან მიიღო. მისი თქმით, მოისმინა ჩანაწერები, თუმცა ეს მტკიცებულება ეთერში არ წარუდგენია.
"ეს არის ეს ბე უს ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც მე ვიცნობ და მათ აქვთ ჩემთან კონტაქტი. მათ აქვთ ტექნიკური საშუალება, რომ ასეთი ინფორმაცია მოიპოვონ. მათ იცოდნენ მე სადაც ვიყავი, გამოვიდნენ კონტაქტზე, მე ვნახე და მოვისმინე ეს მასალა. [..] ორი ნაწილისგან შედგება, ერთი არის სატელეფონო საუბარი და მეორე არის ვიდეოჩანაწერი, როცა სააკაშვილი ტელეფონზე საუბრობს", — განაცხადა მან.
ლევან მამალაძემ ქვეყანა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა, რადგან მას ბრალი დასდეს ქრთამის გამოძალვაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა რეპრესიები მოუწყო.
კითხვაზე, ხომ არ არის ეს ინფორმაცია რეინკარნაციის და ქვეყანაში დაბრუნების მცდელობა, ის პასუხობს, რომ წლებია ამ თემებზე მუშაობს და არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს. მისივე თქმით, ერთადერთია, ვის მიმართაც სამართალი არ აღასრულა არც ყოფილმა და არც მოქმედმა ხელისუფლებამ.
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
კომენტარები