ციფრული ნახატი აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა
11 მარტს ციფრული ნახატი რეკორდულ ფასად გაიყიდა; JPEG ფორმატის ფაილის ღირებულება კრისტის აუქციონზე $60,25 მილიონად (გადასახადების ჩათვლით $69,3 მილიონად) შეფასდა კრიპტოვალუტის ეკვივალენტში.
ნამუშევარი, სახელწოდებით პირველი 5 000 დღე, ერთი თვის წინ შექმნა გრაფიკულმა დიზაინერმა Beeple-მა (ნამდვილი სახელი მაიკ უინკელმანი), რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებთან და ადამიანებთან თანამშრომლობს, როგორებიც ლუი ვიტონი, ჯასტინ ბიბერი და კეტი პერი არიან.
ნამუშევარი ერთგვარი კოლაჟია. იგი ხელოვანის მიერ შექმნილ ყველა ნახატს აერთიანებს, რომელსაც უინკელმანი 2007 წლიდან ყოველდღიურად აქვეყნებდა ინტერნეტსივრცეში.
კრისტის აუქციონის სპიკერის, რებეკა რიგელჰოფტის თქმით, ნამუშევრის შესაძენად 33 მონაწილე იბრძოდა. შედეგი კი მესამე უდიდესი სააუქციონო ფასია, რომლითაც ცოცხალი მხატვრის ნამუშევარი შეფასდა.
კოლაჟი თებერვალში ეგრეთ წოდებულ გადაუცვლად ჟეტონად (NFT) იქცა. ამგვარად, ციფრული შესყიდვების კრიპტოგრაფიული დაცვის საშუალება, ბლოკჩეინი, ნამუშევრის შემსყიდველს პროდუქტის ნამდვილობას უდასტურებს და მასზე საავტორო უფლებასაც ანიჭებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ფაილის ნახვა და ჩამოტვირთვა ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, ვისი კანონიერი მფლობელის კოდირებული ხელმოწერა ნამუშევარზე წაუშლელადაა ასახული.
ამ ფასად ციფრული ნამუშევრის გაყიდვის პრეცედენტი, თავის მხრივ, სფეროს მუშაობაზეც აისახება.
"ამ სფეროში ეს დიდი ბიძგია", — ამბობს კრისტის აუქციონების სპეციალისტი, ნოა დევისი, — "ვფიქრობ, კრისტის აუქციონებზე NFT-ის ნამუშევრების მისაღებად მომავალში უფრო დაძაბული და საინტერესო სანახაობები გველოდება".
რამდენიმე კვირის წინ, მაიამელმა კოლექციონერმა NFT-ად ქცეული 10-წამიანი ვიდეო, რომელიც ასევე Beeple-ის შექმნილი იყო, $6,6 მილიონად გაყიდა. იგივე ვიდეო, სულ რაღაც ოთხი თვის წინ, ოქტომბერში, კოლექციონერმა მხოლოდ $65 ათასად შეიძინა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები