რას პასუხობენ ტიკარაძე და გამყრელიძე რამდენიმე ქვეყნის მიერ AstraZeneca-ს გამოყენების დროებით შეჩერებას
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რამდენიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან AstraZeneca-ს დაბრუნების მიზეზები გაარკვიეს და საქართველოში არ არის შემოსული იმ სერიული ნომრის ვაქცინები, რომელზეც კითხვები არსებობს. მისი თქმით, თუ WHO გადაწყვეტს ამ ვაქცინით აცრის პროცესის შეჩერებას, საქართველოც ასე მოიქცევა, თუმცა ამ ეტაპზე სანდოობასა და ზიანზე კითხვები არ არსებობს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. პირველ რიგში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ასევე, იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანი არის აღინიშნოს, რომ ამ ვაქცინებს ყველას გააჩნია სერიული ნომერი. საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს AstraZeneca-თი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპზე ეს რისკები არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან არ არსებობს", — განაცხადა ტიკარაძემ.
ამირან გამყრელიძემ კი აღნიშნა, რომ კვლევებით დამტკიცებულია, გართულებები, რომელზეც იყო საუბარი, არ სცილდება საერთო მოსახლეობაში არსებულ გართულებებს.
"აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია", — განაცხადა მან.
On.ge-ს კითხვაზე, როდის გაავრცელა ამ თემაზე განცხადება NCDC-მ და რა გააკეთეს უწყებებმა საზოგადოების ეჭვების გასაფანტად, გამყრელიძე პასუხობს, რომ ინფორმაცია გაავრცელა ჯანრმთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროპის წამლის სააგენტომ. დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში ინგლისური და ვინ შეძლებდა ამის გაგებას და რამდენად ეფექტურად მუშაობენ უწყებები ის პასუხობს:
"ძალიან ბევრმა [იცის ინგლისური]. რამდენმა ქვეყანამ შეაჩერა? რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ხომ. თქვენ ძალიან გთხოვთ, ნუ აიღებთ ჩემი შემფასებლის როლს. ეს შეფასება, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს NDCD და ჯანდაცვის სამინისტრო, ეს დავუტოვოთ საქართველოს მოსახელობას".
ამ საკითხზე პრესკონფერენციის შემდეგ ისაუბრა პაატა იმნაძემაც და განაცხადა, რომ "ვაქცინის შემდეგ რაღაცის მოხდენა" არ ნიშნავს, რომ ვაქცინის გამო მოხდა.
"როდესაც ვლაპრაკობთ იმაზე, რომ რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანში ვაქცინაციის შემდგომ, რაც არ ნიშნავს ვაქცინაციის გამო... სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში, არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე უკვე დასვკნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე, WHO-მ. არ შეუწყვეტია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც AstraZeneca-ს იყენებს. აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცეები მოხდება, რომ ვიღაცა რაღაცას დაუკავშირებს. გახსოვთ, ხომ რა ამბაცი იყო ატეხილი, როცა Pfizer-ის ინექციის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცეები იქნება ხოლმე, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ გამოყენებულია ათეულობით მილიონი დოზა და არ არის აღწერილი ისეთი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს", — განაცხადა იმნაძემ.
დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა და ერთ-ერთი გარდაიცვალა.
დანიის ჯანდაცვის სააგენტო გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის.
ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება მომდევნო დასკვნამდე შეიზღუდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ორ კვირაში იქნება ცნობილი. შესაბამისად, საგანგაშო არაფერია.
დანიის მსგავსად, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ისლანდიამ და ნორვეგიამაც.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანებს მოუწოდა, არ შეწყვიტონ ვაქცინაცია და რომ ის, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება, მხოლოდ უსაფრთხოების რუტინული ზომებია.
ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ავსტრიამ ვაქცინის პარტიების მიღება შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი ვაქცინირებული ადამიანი თრომბოებოლიით გარდაიცვალა.
ვაქცინის პარტიები ევროპის სხვა ოთხმა ქვეყანამაც შეაჩერა, რაც ჯამურად მილიონ დოზას უტოლდება.
ევროკავშირის სამედიცინო სააგენტომ ავსტრიის შემთხვევა განიხილა და განაცხადა, რომ "არანაირი მინიშნება არ არსებობს იმაზე, რომ ეს მდგომარეობა ვაქცინაციამ გამოიწვია. თრომბოემბოლური მოვლენები ვაქცინირებულ ადამიანებში არ არის უფრო მაღალი, ვიდრე ზოგად პოპულაციაში".
სამშაბათის მონაცემებით, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი 3 მილიონი ადამიანიდან, მსგავსი პრობლემა მხოლოდ 22 ადამიანს აღენიშნა.
დანიის ჯანდაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებას არ შეწყვეტენ, თუმცა ორი კვირით, სანამ ზუსტად არ დარწმუნედებიან მის უსაფრთხოებაში, ვაქცინაცია შეჩერდება.
AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოიტანეს. ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ შემოტანა გარანტირებულად მოესწრება.
მანვე აღნიშნა, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკჯგუფები. მისივე თქმით, გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.
"წელს ქვეყანაში უნდა აიცრას მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად. ანუ, ეს არის დაახლოებით 3 მილიონ 400 ათასი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 მილიონ 900 ათასი დოზის მობილიზებას", — აცხადებს ამირან გამყრელიძე.
თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა.
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში, წინასწარი ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში გამოიგზავნება.
გარდა ამისა, 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები