WHO: არ არსებობს მტკიცებულება, რომ AstraZeneca თრომბოემბოლიას იწვევს, შესანიშნავი ვაქცინაა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყნებმა AstraZeneca-ს გამოყენება არ უნდა შეწყვიტონ, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიას იწვევს. BBC-ის ინფორმაციით, WHO-ს სპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ AstraZeneca შესანიშნავი ვაქცინაა და მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს. მანვე აღნიშნა, რომ არ არსებობს კავშირი ვაქცინაციასა და თრომბის განვითარების რისკს შორის.
CNN-ის ინფორმაციით, AstraZeneca-ში აცადებენ, რომ თრომბების დაფიქსირებული შემთხვევები "მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო იმ პოპულაციაში".
"ჩვენი უსაფრთხოების მონაცემების 10 მილიონზე მეტმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ არ არსებობს ფილტვის ემბოლიის ან ღრმა ვენის თრომბოზის რისკის გაზრდის ფაქტი", — აღნიშნა კომპანიის სპიკერმა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 5-მა მილიონმა ევროპელმა უკვე მიიღო AstraZeneca-ს დოზა და ევროპაში დაფიქსირდა თრომბის განვითარების დაახლოებით 30 შემთხვევა. გავრცელდა ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზეც, რის გამოც ევროპული ქვეყების ნაწილმა ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.
ესა კითხი განხილვის საგანი გახდა საქართველოშიც, რადგან დღეს, 13 მარტს ქვეყანაში სწორედ AsrtraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდა. NCDC-ის ხელმძღვანელებმა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ მათქ ჰქონდათ კომუნიკაცია WHO-სთან და გაარკვიეს, რომ საქართველოში არ არის შემოსული იმ სერიული ნომრის ვაქცინები, რომელზეც კითხვები არსებობს. მინისტრის თქმით, თუ WHO გადაწყვეტს ამ ვაქცინით აცრის პროცესის შეჩერებას, საქართველოც ასე მოიქცევა, თუმცა ამ ეტაპზე სანდოობასა და ზიანზე კითხვები არ არსებობს.
ამ საკითხზე ისაუბრა პაატა იმნაძემაც და განაცხადა, რომ "ვაქცინის შემდეგ რაღაცის მოხდენა" არ ნიშნავს, რომ ვაქცინის გამო მოხდა.
"როდესაც ვლაპრაკობთ იმაზე, რომ რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანში ვაქცინაციის შემდგომ, რაც არ ნიშნავს ვაქცინაციის გამო... სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში, არაფრით არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე უკვე დასვკნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგენტომ, ასევე, WHO-მ. არ შეუწყვეტია ვაქცინაცია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც AstraZeneca-ს იყენებს.
აქედან გამომდინარე, ასეთი რაღაცეები მოხდება, რომ ვიღაცა რაღაცას დაუკავშირებს. გახსოვთ, ხომ რა ამბაცი იყო ატეხილი, როცა Pfizer-ის ინექციის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში. ასეთი რაღაცეები იქნება ხოლმე, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო შეიძლება ვიღაცამ შეაჩეროს. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ გამოყენებულია ათეულობით მილიონი დოზა და არ არის აღწერილი ისეთი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს", — განაცხადა იმნაძემ.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები