ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდერ დე კროს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. ასევე, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება", — აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.
"მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, როგორც რეგიონულ, ისე ფედერალურ დონეზე თანამშრომლობით, ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, აღდგენითი მართლმსაჯულების, სასკოლო განათლების სფეროში სწორი მიდგომების თემაზე არაერთი შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა.
აღინიშნა, რომ საქართველო, 2023 წელს, სპეციალური სტუმრის სტატუსით, მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში — ევროპალია", — ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ახალ გეოპოლიტიკურ სურათსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე.
მათივე ცნობით, ალექსანდერ დე კრომ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ისევე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე დაესწრნენ.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
კომენტარები