კიდევ 10 რამ, რასაც ზილფიმიანი სახელს "შეუცვლიდა"
ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა მნიშვნელოვანი "პრობლემა" აღმოაჩინა და სხდომათა დარბაზიდან შემოგვთავაზა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელი შევუცვალოთ. ლოგიკური კითხვა გაგვიჩნდა, როგორ, თუმცა დეპუტატმა ფიქრისთვის ბევრი დრო არ მოგვცა და პირდაპირ გვითხრა — მეცნიერებისა და განათლების სამინისტროო.
მიუხედავად იმისა, რომ ზილფიამინი თავადაც ხვდება, რომ ეს ბევრს არაფერს შეცვლის, მაინც უნდა და რა ქნას... ფიქრობს, რომ უკეთესი ჟღერადობა იქნება და თან ევროპაშიც ასე, "ჟღერადად", ჯერ მეცნიერებას ამბობენო.
რახან დეპუტატმა ქვეყნისთვის ერთობ მნიშვნელოვანი თემა წამოწია, ჩვენც, რა თქმა უნდა, ბევრი დრო არ დაგვჭირვებია და სწრაფად მოვიფიქრეთ კიდევ 10 დასახელება და ფრაზა, რომელსაც ან სახელი, ან წყობა უნდა შეეცვალოს. ვფიქრობთ, ეს იდეები ზილფიმიანსაც მოეწონება და რა იცით, იქნებ საპარლამენტო ტრიბუნიდანაც გაგვიჟღეროს.
1. პარლამენტი საქართველოს
დიახ! ამ ლოგიკით, აუცილებელია, საქართველოს პარლამენტსაც შევუცვალოთ სახელი. მერე რა, რომ ახალი ვერსით ცოტა საარჩევნო დაპირებასავით ჟღერს — თითქოს საქართველოს პარლამენტი არ აქვს და ვიღაც ამბობს, საჭიროაო. ჩვენ არ ვაპირებთ ამ უცნაურობის შემჩნევას. დიდი ამბავი, ბოლოს და ბოლოს ხანდახან დეპუტატებიც არ იმჩნევენ, რომ გვჭირდება...
2. კახეთ-ქართლი
ჯღერადობისა რა გითხრათ, მაგრამ ვფიქრობთ, ზილფიმიანის ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ და წლების განმავლობაში "დაჩაგრულ" კახეთს პირველობა ვარგუნოთ. აბა, ახლა ქართლმა ითმინოს მეორე კუთხედ დასახელება, თუ კაია.
3. დანდალი-ადანდალი
ამ შემთხვევაში ჟღერადობის საკითხს ნამდვილად დავიცავთ და სიმღერის რიტმსაც კი არ დავარღვევთ, ისე გადავაადგილებთ ორ სრულიად უცნაურ სიტყვას. აბა, ნახეთ:
"ღვინოს დავლევ წყალს არა, შენ გაკოცებ სხვას არა, დანდალ-ადანდალიიიი".
4. ბიძინა ბატონო
ეს, უბრალოდ, იმიტომ რომ წლებია "ბატონო ბიძინას" მოსმენა ძალიან, ძალიან, ძალიან მოგვბეზრდა და რახან ჯერ კიდევ მოგვიწევს, სხვა ფორმატით მაინც იყოს.
5. დარუბანდიდან ნიკოფსიამდე
როდემდე უნდა ვიგლოვოთ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს დიდება? ახლა დარუბანდიდან ნიკოფსიამდე გაშლილ ტერიტორიაზე ვიწუწუნოთ, თორემ წარსულში ჩარჩენილები ხომ არ ვიქნებით სულ?! ახალი მიდგომებია საჭირო!!!
6. დასავალ ასავალი
ეს ის შემთხვევაა, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი ნამდვილად არ იცვლება.
7. განაგანდა
სიტყვებს და ფრაზებს თუ ვცვლით, მარცვლებს რატომ არა? მთავარია აჭარული განდაგანას ცეკვის მოძრაობა და რიტმები არ იცვლება, ჟღერადობაზე ფიქრისას კი წარმოიდგინეთ, როგორ გამოდის სცენაზე ვინმე და მიკროფონში ომახიანად ჩასძახებს: აჭარული განაგანდას დროა და იქვე ამატებს — ღურდანღელედან ჩამოსულები ტაშით ვხვდებით. დიახ, სადაც განდაგანა, იქ ღელეღურდანიც გადავანაცვლეთ.
8. ბუბუ-ბასტი
დროა ამ პროგრამამ რამე ცვლილება მაინც განიცადოს და მოდი, სახელიდან დავიწყოთ.
9. ჰაუსქლაბი
ჟღერადობაზე ამ პლატფორმაზე ნამდვილად ბევრი იციან, იმის გათვალისწინებით, რომ კომუნიკაციის მთავარი საშუალება ხმაა. ამიტომ მათაც ვკითხავთ, მაგრამ ჩვენ მაინც გვგონია, რომ სახელად ჰაუსქლაბსაც მოიხდენენ.
10. სანდალაჯაფი
ამ ამბის შეფასებისას ვიღაცამ ახსენა, რა აჯაფსანდალი ხდება პარლამენტშიო და ვიფიქრეთ, რომ ხალხმა ამ ერთობ საინტერესო საჭმლის საინტერესო სახელს სხვა კუთხიდანაც უნდა შეხედოს — იქნებ ასე მაინც, სხვა დროს ყველაფრის სალანძღავად არ გამოიყენონ და რამე პოზიტიურს დაუკავშირონ. მაგალითად — რა სანდალაჯაფი გადაწყვეტილებაა, ძალიან მომწონს. რაო, გაჭრა მცდელობამ?
ბონუსი:
თუ დღეს თავზე გასვლის დღეა, ბარემ ბოლოდე ამოვაყირავოთ საქართველო და ჩვენი საყრდენი, საამაყო და საუკუნეებგამოვლილი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაც "შევცვალოთ"! დიახ, დიახ, სწორედ ისააა, რაც იფიქრე. ასე მკრეხელურად გადავწყვიტეთ, რომ დღეიდან მასპინძელ-სტუმრობის ტრადიციაზე ვილაპარაკოთ!
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
კომენტარები