ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა — სამინისტრო საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილზე
გალის რაიონიდან გადმოსული გალელი ექთნის საკარანტინე სივრცეში გარდაცვალებაზე ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. უწყებაში ამბობენ, რომ ქალი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტით გადმოიყვანეს.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა, ვინაიდან რაიმე სახის ჩივილი არ იკვეთებოდა",, — აცხადებენ უწყებაში.
მათივე თქმით, ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო ანაკლიაში მოთავსდა.
"პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა", — განმარტავენ სამინისტროში.
გალელი ექთანი, რომელმაც გულის უკმარისობის ჩივილებით ენგურის ხიდი გადმოკვეთა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში 16 მარტს გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში On.ge-ს უთხრეს, რომ გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გალის რაიონის მკვიდრი, ნინო რიგვავა On.ge-სთან ყვება, რომ ქართულმა პოლიციამ პირველადი დახმარების ნაცვლად ქალი კარანტინში გაამწესა.
"ავად იყო ქალი, მიჰქონდა საბუთი და პირდაპირ გაუშვეს ანაკლიაში. კიდევ ერთი მსხვერპლი ქართული პოლიტიკის დაუდევრობის. ბედის ანაბარა მიგვატოვეს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე", — ამბობს სოფელ ოქუმში მცხოვრები, ნინო რიგვავა On.ge-სთან.
წელიწადზე მეტია გალის რაიონის მცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში 11 თებერვალს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის გაიხსნებოდა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განმარტა, რომ პირველ თებერვლამდე საკარანტინე ვადა 12-დღიანი იყო, ხოლო 11 თებერვლიდან ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ის 5-დღიანი გახდებოდა.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მათ სივრცის დატოვება PCR ტესტირების უარყოფითი შედეგისა და საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ აქვთ.
საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვის მოხსნით, სინამდვილეში გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები ჩივიან, რომ კარანტინის არსებობა მათ დამატებით შეფერხებებს უქმნით და გადმოსვლის იდეას აზრს უკარგავს. ამიტომ ისინი სავალდებულო კარანტინის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LoudSpeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები