აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივასა და ფონდ ფემინას შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კომპანია აჭარაბეთმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა ინიციატივასა და ფონდ ფემინას შორის. მემომორანდუმის ფარგლებში, კომპანია აჭარაბეთი ხელს შეუწყობს ფონდის ბენეფიციარებს, გაუჩნდეთ წვდომა განათლების მისაღებად.
კერძოდ, აჭარაბეთის მხრადაჭერით, 22 ქალს ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს პროექტში, გაიაროს ინგლისური ენის შემსწავლელი 6 თვიანი სრულფასოვანი კურსი და გადამზადდეს საოფისე პროგრამებში. 4 სტუდენტი ქალი შეძლებს, გაზაფხულის სემესტრის სასწავლო გადასახადის სრულად დაფარვით დაასრულოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.
"აჭარაბეთის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფონდ ფემინას ბენეფიციარებს და მივცეთ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ინიციატივას ფარგლებში განვახორციელოთ სწორედ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადამიანებს, გადალახონ ბარიერები და განვითარდნენ. ინიციატივას ხელშეწყობით, ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ინგლისური ენა და გადამზადდნენ საოფისე პროგრამებში, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც უნივერსიტეტის დასრულებას ვერ ახერხებდნენ ფინანსების არქონის გამო, სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური", — აღნიშნა აჭარაბეთის წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.
"ფონდი ფემინა 2020 წლიდან ზრუნავს მარტოხელა დედების, სოცდაუცველი სტუდენტებისა და ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებაზე. ქალთა მოწყვლადობის შემცირებასა და აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანა ჩვენი ფონდის პრიორიტეტული ამოცანაა. მათთვის განათლების შესაძლებლობათა მიცემა საამისოდ საუკეთესო გზაა. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია კარიერული თუ პროფესიული განვითარებისთვის. თანამედროვე შრომითი გარემოს მოთხოვნები სცდება მხოლოდ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების დიპლომის ქონას. უმნიშვნელოვანესია, ფლობდე იმ საბაზისო უნარ-ჩვევებს, რომელთა გარეშეც ურთულესია გაუმკლავდე სამუშაო პროცესს. საერთაშორისო ენის აუცილებელი დონისა და საოფისე პროგრამების გარეშე ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, შეუძლებელ მისიას ჰგავს", — აცხადებს ნინო ბაისონაშვილი, ორგანიზაციის დირექტორი.
ნინო ბაისონაშვილი ამბობს, რომ სიღარიბე დიდი ბარიერია და ის ბევრ ადამიანს უზღუდავს ამ შესაძლებლობაზე წვდომას:
"ჩვენ, რამდენადაც ქალთა უფლებების და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მათ ამ ბარიერების გადალახვაში. პროექტი "თანაბარი განათლების შესაძლებლობა ქალებს" სწორედ ამას ემსახურება, რისთისაც, ცხადია, უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთელმა გუნდმა აჭარაბეთის ადამინისტრაციას. ამ პროექტის მხარდაჭერა ბენეფიციარებისთვის ძალიან დიდი შანსი და სტიმულია", — აცხადებს ნინო ბაისონაშვილი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები