"ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა" — ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიამ სექსუალური ძალადობა სცადა
ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი თანათავმჯდომარე, გოგი წულაია დააკავეს, ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო.
ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიასთან აქამდე დიდი ხნის ნაცნობობა, მეგობრობა აკავშირებდა და მის მიმართ გარკვეული სახის ნდობაც ჰქონდა. ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა თბილისში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მედიატორად მიიწვია, რომელსაც თავადაც უნდა დასწრებოდა.
"გზაში, თბილისისკენ რომ მივდიოდით, მითხრა, გადაიდო შეხვედრა და ხვალ არისო. კომენდანტის საათიც ახლოვდებოდა და ბინის საკითხის მოგვარებაზე დავიწყე ფიქრი. ვუთხარი, რომ ნათესავებთან წავიდოდი. რატომ უნდა წახვიდე ნათესავებთან, მაქვს მოგვარებული ეგ საკითხიო.
სამნი ვიყავით თავიდან, მაგრამ სამივე ბინაში ვერ მოვხვდით და დავრჩით მე და ბატონი გოგი. თავიდან ჩვეულებრივად, გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრეთ, თემები განვიხილეთ და მოულოდნელად ძალადობა დაიწყო. თავიდან ვეცადე, რომ როგორმე მშვიდად მომეგვარებინა, მაგრამ მერე იძულებული გავხდი გამოვქცეულიყავი და შველა მეთხოვა. პოლიცია გამოვიძახე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნასვამი იყო, ბევრი დალია. სავარაუდოდ, მარიხუანაც ჰქონდა მოწეული", — გვიყვება ასმათი.
ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს და შემთხვევისთვის სამართლებრივი შეფასების მისაცემად საკითხს ბოლომდე მიიყვანს.
"მე ახლა რომ უკან დავიხიო, გამოდის, რომ მოძალადეს უარესის გაკეთებაში ვუწყობ ხელს. ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ.
ძალიან შეურაცხმყოფელია ყველაფერი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გიწევს ისეთი პროცედურების გავლა, რაც შეურაცხმყოფელია იმ მხრივ, რომ გერიდება და უხერხულობას განიცდი, ამიტომაა ყველას რომ ეზიზღება ეს პროცედურები და შესაბამისად, თვალს ხუჭავენ ძალადობაზე", — ამბობს ის.
გოგი წულაიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.
გოგი წულაია მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2019 წელს ის ზესტაფონის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. მარტის დასაწყისში მან პარტია თავისუფალი საქართველო დატოვა.
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
კომენტარები