ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა — კობახიძე
ათსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც უშედეგოდ დასრულდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. მისი თქმით, მათ არ სურდათ შეთანხმების მიღწევა.
"სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას", — აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კიევიდან, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმართება:
"ასეთ ვითარებაში, მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ჩაშალეს შეთანხმება".
როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, ექვსი პუნქტიდან მხოლოდ ერთი — პარლამენტში შესვლა — უნდა შეესრულებინა ოპოზიციას, დანარჩენი კი მათი გასაკეთებელი იყო.
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა. დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტზე.
დანიელსონმა აღნიშნა, რომ ხვალ, 19 მარტს საქართველოს დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება. მისი თქმით, შარლ მიშელს მოლაპარაკების დეტალებს მოახსენებს.
დანიელსონის შემდეგ ბრიფინგზე ოპოზიციის და მმართველი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ. ამჯერადაც მათ შეთანხმების ვერმიღწევაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. აღსანიშნია ისიც, რომ ოპოზიცია ამ მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავდა, მმართველი გუნდი კი მიხეილ სააკაშვილისას.
ამავე თემაზე:
- ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო — ბოკერია
- დღეს შეთანხმება იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა — თალაკვაძე
- მეგრელიშვილი: საერთოდ არ მესმის, აქ რა ხდება, მოლაპარაკების სტილი არ მესმის
- ირაკლი კობახიძე შეთანხმების ვერმიღწევის მიზეზადაც მიხეილ სააკაშვილს ასახელებს
- ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრის ისაა, რომ ფეხზე კიდიათ ევროკავშირი — ჯაფარიძე "ოცნებაზე"
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები