ვახტანგ მეგრელიშვილი

19 Mar. 2021, 01:36

მე ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც ვარ, ფაქტობრივად, შეზღუდული, რომ ვისაუბრო. აზრი არ აქვს, ასე გელაპარაკებით მე დიდი ხანია და ახლაც არის კონსენსუსი, რომ არ ვილაპარაკოთ და მე ამ კონსენსუსის წინააღმდეგ წასვლა არ შემიძლია.

წარმოდგენა არ მაქვს, რატოა კონსენსუსი, მე ვარ პირველად ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე და შეიძლება იმიტომ ვარ უცხო ამ ტიპის გარემოსთვის. მე არ მესმის საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, საერთოდ არაფერი არ მესმის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური, იმედი მქონდა, რომ საბოლოო ჯამში შედეგი დადგებოდა, მაგრამ როცა დავრწმუნდი, რომ არ დადგა, ახლა ველოდები რაიმე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს ლაპარაკის დაწყება.

იყო იქ პუნქტები, რომლებიც მომწონდა და მიმაჩნდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ეს გამხდარიყო კონსენსუსის თემა, თუ საჯაროდ იქნებოდა განხილული და საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც აგდებულად ეკიდებოდნენ ზოგიერთ პუნქტს. მე მაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ამ განსხვავებული მოსაზრების არტიკულირების უფლება მე ჯერ არა მაქვს და არ ვიცი, ეს როგორ წყდება ამ ქვეყანაში. ორივე მხარეს ვგულისხმობ, ვერც ერთისგან ვერაფერი ვერ გავიგე.

ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის, ხელისუფლებისა და კრისტიან დანიელსონის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…