რა არის API სერვისები და რა შესაძლებლობებს ანიჭებს ის ბიზნესს
ფინანსური ინდუსტრია მუდმივად იცვლება, ყოველდღიურად ნერგავს ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევებს, ავითარებს ახალ სერვისებსა და პროდუქტებს. ერთ-ერთი გამორჩეული ტექნოლოგიური მიღწევა აპლიკაციების პროგრამული ინტერფეისია (API), რომლითაც ინფორმაციის მიმოცვლა, ინოვაციური პროდუქტების განვითარება, აპლიკაციების ერთმანეთთან დაკავშირება და პროდუქტების მომხმარებლის სურვილების მიხედვით ადაპტაციაა შესაძლებელი.
როგორ მუშაობს API?
აპლიკაციების პროგრამული ინტერფეისი ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციების გამართულ ფუნქციონირებაში დიდ როლს თამაშობს. მისი პრინციპის გასაგებად ერთი სიტუაცია გამოდგება: წარმოიდგინეთ, ხართ რესტორანში, გაქვთ მენიუ და იქვეა სამზარეულო, სადაც კერძები მზადდება. შეკვეთის სამზარეულომდე მისატანად მიმტანი გჭირდებათ, რადგან თავად შეფი სამზარეულოშია. ტექნოლოგიებში API სერვისები ის "მიმტანები" არიან, რომლებსაც თქვენი მოთხოვნა შესაბამის მონაცემთა სერვერებთან მიაქვთ და პასუხსაც აბრუნებენ. მაგალითად, API სერვისები უზრუნველყოფენ იმას, რომ მობილბანკში შესვლისას პაროლით, სახელით, თითის ანაბეჭდითა თუ სახის ამომცნობით ზუსტად ჩვენს ანგარიშზე შევდივართ და არა — სხვისაზე.
რას სთავაზობს საქართველოს ბანკი ბიზნესებს?
ბიზნეს ოპერაციების გამარტივებისა და B2B პროგრამაში საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს API სერვისებს სთავაზობს. ის პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე, მომხმარებლებს რუტინულ სამუშაოზე დახარჯულ დროს უზოგავს და სერვისებს ერთ სივრცეში ათავსებს.
API-ის მეშვეობით, ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალების გამოყენება თავად ბიზნესის სამუშაო პლატფორმაში შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო, საბუღალტრო თუ საწარმოს მართვის პროგრამებში საბანკო ოპერაციების შესრულებას შეძლებთ.
მას შემდეგ, რაც API სერვისები გააქტიურდება, მომხმარებლები ინდივიდუალური თუ პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტებს შექმნიან ან გააუქმებენ (როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში). ასევე, შესაძლებელი იქნება უკვე შექმნილი დოკუმენტების სტატუსებისა და მიმდინარე დღის აქტივობების შემოწმება, ამონაწერის გენერაცია (ამონაწერზე ზოგადი ინფორმაცია, პირველი 1000 ჩანაწერი, გლობალური და ყოველდღიური ნაშთები, ჩანაწერები მითითებულ გვერდზე) და მიმდინარე ნაშთების საკუთარ სამუშაო პლატფორმაში დანახვა.
API სერვისების მეშვეობით, ასევე, საბალანსო უწყისი და ვალუტის კურსები (ეროვნული ბანკის კურსი, კურსების ისტორია, ბანკის კომერციული კურსი) მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსდება.
საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ და API სერვისის დანერგვაც ამ პროცესის ნაწილია.
"მომხმარებელს ვთავაზობთ API სერვისებს. მისი დახმარებით საბანკო ოპერაციების შესრულება ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით კომპანიებს აღარ მოუწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი საგრძნობლად შეამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, განახლებული სერვისების უზრუნველყოფას და ამ კუთხით ბიზნესს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს", — განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან, პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.
როგორ გაიაქტიუროთ API სერვისები?
პირველ რიგში, კომპანიის დირექტორი უნდა იყოთ, შეხვიდეთ ბიზნესინტერნეტბანკში, შემდეგ "სერვისების" ბლოკში, "API ინტეგრაციაში" და მიჰყვეთ შესაბამის პროცესს.
დამატებითი ინსტრუქცია იხილეთ ამ გვერდზე; ხშირად დასმული კითხვების სანახავად კი გადადით ბმულზე.
API სერვისებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ და მისი დახმარებით მძლავრი პროგრამული ეკოსისტემის შექმნის საშუალება გვეძლევა. ინფორმაციის სწრაფად დამუშავების, ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნის, ძველი სერვისების გაციფრულებისა და სხვა უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე სერვისის გამოყენება, საქართველოს ბანკის დახმარებით, უკვე ყველა ბიზნესს შეუძლია.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები