დათა პაპას პანაშვიდზე მოქალაქეები თბილისიდან ხურვალეთში ჩავიდნენ. ისინი სამგლოვიარო თაიგულებს მავთულხლართებიდან აწვდიან დათა პაპას ოჯახის წევრებს. ამ ფორმით უცხადებენ სამძიმარს დათა პაპას ცოლს, ვალია ვანიშვილს.

ნახეთ პირდაპირი ეთერი ადგილიდან:

დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს იქეთ ცხოვრობდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge

როგორც ცნობილია, მას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.

ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:

გაიგეთ მეტი: